Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
30 ნოე 2023

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სოკრატეს კლუბმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, განიხილა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება იძულებითი ქორწინების შესახებ.

საქმეზე ისაუბრა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბადრი ნიარიშვილმა, ხოლო შეხვედრას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ნათია ასლანოვა უწევდა მოდერაციას. განსახილველი საქმე ეხებოდა არასრულწლოვანი გოგონას იძულებით ქორწინებას. თავის გადაწყვეტილებაში სასამართლომ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე გააკეთა განმარტებები.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანმა შეძლო არასასურველი ქორწინებიდან თავის დაღწევა, მამას დაეკისრა პასუხისმგებლობა, რადგან ამ შემთხვევაში ქორწინების იძულებას თან ახლდა დამამძიმებელი გარემოება - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. სასამართლომ დაადგინა, რომ დანაშაული დასრულებულად ითვლება იძულების მომენტიდან, ანუ როდესაც პირს აიძულებენ დაქორწინდეს მისი ნების საწინააღმდეგოდ, მიუხედავად იმისა, მიაღწია თუ არა დამნაშავემ მიზანს. საქმე მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის პრეცედენტს არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინების საქმეებში ნათელი და პირდაპირი განმარტებების ჩამოყალიბებაში.

დისკუსიის განმავლობაში, რომელსაც 13 ადამიანი ესწრებოდა, მოდერატორი და მომხსენებელი ჩაუღრმავდნენ იძულებითი ქორწინების სამართლებრივ ასპექტებს, განიხილეს სასამართლოს გადაწყვეტილებების შედეგები და გამოიკვლიეს დღევანდელ რეალობაში არსებული გამოწვევები. აუდიტორია აქტიურად იყო ჩართული დისკუსიაში. კითხვები, რომლებიც მათ დასვეს, ეხებოდა განათლების სისტემის როლს, განსაკუთრებით სკოლებს, -როგორ შეუძლიათ შექმნან შიდა მხარდაჭერის სისტემები მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. დასასრულს, სპიკერებმა ხაზი გაუსვეს ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას იძულებითი ქორწინების წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში, ასევე აღნიშნეს საგანმანათლებლო და სამართლებრივი ინტერვენციების გადამწყვეტი როლი ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, რომელიც თავისუფალია გენდერული ნიშნით დაფუძნებული ძალადობისგან.

ღონისძიება 16-დღიანი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები