Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 აგვ 2023

მოსამართლე ბალანდი ქართველ სამართლის სტუდენტებთან ერთად მართავს დისკუსიას კონსტიტუციური სამართლისა და უფლებების დაცვის საკითხებზე

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეული მოსამართლე ტიმოთი ბალანდი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონსტიტუციური სამართლის სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფს შეხვდა.

ამ სესიაზე მოსამართლე ბალანდმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა სტუდენტებს აშშ-ს ფედერალური და მინესოტას შტატის სასამართლო სისტემების სტრუქტურაზე და გაავლო პარალელები საქართველოს სასამართლო სისტემასთან.

როდესაც შეხვედრაზე დაისვა კითხვა ამ ორ სისტემას შორის ძირითადი განსხვავების შესახებ, შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა გამჭრიახმა სტუდენტმა სწორად მიუთითა საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობაზე. ამან გამოიწვია დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ განიხილავენ კონსტიტუციურ საკითხებს ორივე ქვეყნის პირველი ინსტანციის მოსამართლეები.

მოსამართლე ბალანდმა აშშ-სა და საქართველოში არსებული სხვადასხვა პრაქტიკა შემდეგი მაგალითის გამოყენებით აჩვენა: შემთხვევა, როდესაც პირი აღიარებს სერიოზულ დანაშაულს, მაგრამ მათი ადვოკატი აყენებს შუამდგომლობას ბრალდებულის აღიარების დაუშვებლად ცნობის თაობაზე კონსტიტუციური საფუძვლებით, როგორიცაა დუმილის უფლება ან აპელირებს ჩვენების იძულებით მიცემაზე. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში მსგავსი საკითხი პირდაპირ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა, რის შედეგადაც სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე გადაიდება. ამის საპირისპიროდ, შეერთებულ შტატებში, პირველი სასამართლოს მოსამართლე წყვეტს აღნიშნულ საკითხს და სასამართლო განხილვა გაგრძელდება, რა დროსაც მოსამართლის გადაწყვეტილება აღიარებითი ჩვენების დასაშვებობის შესახებ გახდება სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გასაჩივრების საფუძველი ბრალდებულისათვის ბრალის დამტკიცების შემდეგ.  

მოსამართლე ბალანდმა ასევე მოუწოდა სტუდენტებს განეხილათ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში გაწერილი უფლებებიდან თუ რომელი არის ყველაზე ნაკლებად დაცული ან არ ხდება ამ უფლების დაცვის მექანიზმის სრულად გამოყენება. „ახალგაზრდებმა ნამდვილად დასაფიქრებელი კომენტარები გააკეთეს ბოლოდროინდელ ინციდენტებთან დაკავშირებით, როდესაც სამართალდამცავებმა დაარბიეს საპროტესტო გამოსვლა, რაც, სტუდენტების აზრით, მოიცავდა თვითგამოხატვის უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და შეკრების უფლების დარღვევას.“ - განაცხადა მოსამართლე ბალანდმა.

დისკუსიის ეს ნაწილი ხაზს უსვამს სხვადასხვა კონსტიტუციურ დებულებებს შორის რთულ ურთიერთკავშირს. სტუდენტების კონკრეტულმა მაგალითმა ასევე ხაზი გაუსვა პრესის თავისუფლებაზე გავლენას, რადგან ეს ეხებოდა მედიის მიერ მსგავსი პროტესტების გაშუქების შესაძლებლობას.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები