Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 დეკ 2023

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე რუსთავის საშუალო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და სამართლის უზენაესობის პრაქტიკის ჯგუფის წევრი, მოსამართლე თამარ ჩიხლაძე რუსთავის #4 საჯარო სკოლაში 90-ზე მეტ საშუალო სკოლის მოსწავლეს შეხვდა.

მოსწავლეები ქალაქი რუსთავის ოთხი საჯარო სკოლიდან შეიკრიბნენ. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ერთობლივად აორგანიზებენ მოსამართლეებისა და საშუალო სკოლის მოსწავლეების საინფორმაციო შეხვედრებს მოსამართლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, ახალგაზრდა თაობასა და სასამართლო სისტემას შორის დიალოგის წახალისებისთვის და  ადამიანის უფლებების საკითხებზე ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლებისთვის.

შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებმა წარმოადგინეს პლაკატები, რომლებიც ეძღვნებოდა ადამიანის უფლებათა თემებს, მათ შორის გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობას. მათ აგრეთვე გამართეს მოკლე პრეზენტაციები, სადაც ისაუბრეს თავიანთი ჩართულობის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის ინიციატივებსა და კამპანიებში.

შეხვედრაზე თამარ ჩიხლაძემ ისაუბრა ინდივიდუალური მოსამართლის როლსა და პასუხისმგებლობაზე, არასრულწლოვანთა დაცვის სამართლებრივ გარანტიებზე, ადრეული ქორწინების პრობლემებსა და მისი აკრძალვის მიზეზებზე.

თამარ ჩიხლაძემ იმსჯელა აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალზე, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე და კონვენციით დაცულ ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორიცაა თანასწორობა, არჩევანის თავისუფლება და მოწყვლადი ჯგუფების დაცვა. მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა  სამართლის სისტემის მუდმივ განვითარებაზე და მუდმივი სწავლისა და ადაპტაციის მნიშვნელობაზე წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემების გადასაჭრელად. მას მოსწავლეებთან ერთად იმსჯელა აგრეთვე მნიშვნელოვან საკითხებზე ქალთა უფლებების სფეროში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები