Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 მარ 2024

მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ქართველ ახალგაზრდებს ქალთა უფლებების დაცვაზე ესაუბრა

ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად, 15 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თბილისში, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში 300-ზე მეტ მოსწავლეს შეხვდა და საქართველოს სასამართლოების მიერ ქალთა უფლებების დაცვაზე ისაუბრა.

მოსამართლე გუჯაბიძემ განმარტა ინდივიდუალური მოსამართლის როლი და გაიხსენა საკუთარი პროფესიული გზა, რომელიც მოიცავდა როგორც ადმინისტრაციულ, ისე სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მუშაობას. მან აგრეთვე ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც მოსამართლეები აწყდებიან გახმაურებული საქმეების განხილვისას. სტუდენტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას მან განმარტა განსხვავებები ადმინისტრაციულ სამართალსა და სამოქალაქო სამართალს შორის და აღნიშნა, რომ მას ურჩევნია სამოქალაქო სამართლის საქმეების განხილვა, რადგან ეს სფერო სთავაზობს ნორმატიული ინტერპრეტაციის უფრო ფართო შესაძლებლობებს.

მოსამართლე გუჯაბიძემ ქალთა უფლებებთან დაკავშირებით განიხილა ორი საქმე.  ერთი შემთხვევა ეხებოდა ორსული საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლებას, მეორე კი - ქონების გაყოფას არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მეორე საქმე ეხებოდა  13 წლის გოგონას მოტაცებას გათხოვების მიზნით  და სტუდენტებს არ სჯეროდათ, რომ ეს დანაშაული საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში დაუსჯელი რჩებოდა.

სტუდენტებს დიდი სურვილი ჰქონდათ გაეგოთ მოსამართლეობიის კარიერული გზის, პროფესიის მთავარი გამოწვევებისა და სასამართლო სისტემის განვითარების შესახებ საქართველოში. მათ ასევე კითხვები დასვეს მოსამართლე გუჯაბიძის მიერ განხილულ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით.

ეს ღონისძიება მოეწყო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, რომლის მიზანი იყო მოსამართლეებსა და საშუალო სკოლის მოსწავლეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, მოსამართლის პროფესიის გაცნობა საზოგადოებისთვის და ახალგაზრდა თაობის ცოდნის გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სხვადასხვა საკითხებზე. მოსამართლე გუჯაბიძეს აქვს დიდი გამოცდილება ოჯახურ დავებში ქალთა საკუთრების უფლებებთან, არარეგისტრირებულ ქორწინებასთან და ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ის არის ქალთა უფლებებისა და ბავშვთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფების წევრი.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები