Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 აპრ 2024

მოსამართლე ტიმოთი ბალანდი გორის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს შეხვდა

2024 წლის 12 აპრილს, გორის იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) რვა ადვოკატი ამერიკელ მოსამართლეს მინესოტას შტატიდან - ტიმოთი ბალანდს შეხვდა, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში მოსამართლეთა გაცვლითი მიმართულების აქტივობებში იღებს მონაწილეობას. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მინესოტასა და საქართველოში იურიდიული დახმარებისა და სასამართლო სისტემის მოწყობის შესახებ აზრების გაცვლა.

შეხვედრის დროს დამსწრეები გაეცნენ მინესოტაში პანდემიის ფონზე განვითარებულ ინოვაციურ პროექტებს, მათ შორისაა პიონერული Legal Kiosk Project, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული იურიდიული ჯიხურების განთავსებას მინესოტას შტატის მასშტაბით. შტატში განთავსებული ჯიხურები დახმარებას უწევენ ტექნოლოგიური და სატრანსპორტო ბარიერების მქონე მოქალაქეებს. აღნიშნული პროექტი მოქალაქეებს საშუალებას აძლევდათ პანდემიის პირობებში იურიდიული დახმარების ექსპერტებთან და მათი საქმეების განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სასამართლოსთან ურთიერთობისას, დაეცვათ ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმები.

მოსამართლე ბალანდმა LAS-ის იურისტებს ასევე გაუზიარა ინფორმაცია შტატში მართლმსაჯულების ავტობუსების გაშვების შესახებ. იურიდიული დახმარების ეს მობილური ოფისები ნაკლებად დასახლებული პუნქტებისკენ მიემგზავრებიან, რა დროსაც იურისტებით დაკომპლექტებული მცირე ჯგუფები თავად ხვდებიან დასახლებაში მაცხოვრებლებს და ინფორმაციას აწვდიან სხვადასხვა, მათთვის საჭირო და საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე. ამით ისინი უზრუნველყოფენ კლიენტებს/მოსახლეობის დახმარებას სახლებიდან შორი მანძილის გაუსვლელად.

დისკუსიამ ბავშვთა მეურვეობის შესახებ დავებიც მოიცვა, მოსამართლე ბალანდმა კი მინესოტას ბავშვთა მეურვეობის წესდების გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრისას, საქართველოს კანონმდებლობის უკეთ გაცნობის მიზნითა და მინესოტას კანონმდებლობასთან ქართული პრაქტიკის შესადარებლად, მოსამართლე დაინტერესდა ისეთი საკითხებით, როგორიცაა მეურვეობის განსაზღვრისას უპირატესობის მინიჭების საკითხი და Guardian ad Litem-ის (მოსამართლის მიერ დანიშნული ადვოკატი კონკრეტულ სამართლებრივ დავაზე) როლი ბავშვების ინტერესების დაცვაში.

შეხვედრის დასასრულს რეფლექსიის სესიამ მოიცვა მოსამართლის პრაქტიკიდან ძალადობის მსხვერპლი და მშობლის ვალდებულებისგან/მზრუნველობისგან

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები