Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 აპრ 2024

მოსამართლე ტიმოთი ბალანდი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

2024 წლის 17 აპრილს, ამერიკელმა მოსამართლემ მინესოტას შტატიდან - ტიმოთი ბალანდმა, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის (პროგრამის) ფარგლებში მოსამართლეთა გაცვლითი მიმართულების აქტივობაში იღებს მონაწილეობას, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე ახალგაზრდების როლი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობის პროცესში.

მისასალმებელ სიტყვაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ივანე ბალახაშვილმა მადლობა გადაუხადა პროგრამას ამ ღირებული შესაძლებლობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი მიესალმება ნებისმიერ მომავალ აქტივობას, რომელიც მიმართული იქნება სტუდენტების უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებაზე.

მოსამართლე ბალანდმა ლექცია დაიწყო მინესოტას შტატის სასამართლო ოლქის რუქების განხილვით, სადაც წარმოდგენილი იყო სასამართლო სისტემის განსჯადობის სტრუქტურა შტატის თითოეულ ოლქში.

სტუდენტების ინტერაქტიულ-როლურ თამაშში ჩართვით, მოსამართლე ბალანდმა ნათლად წარმოუდგინა მონაწილეებს აშშ-ს სასამართლო დარბაზებში დამკვიდრებული ქცევის წესები და სასამართლო პროცესში მონაწილე და დამსწრე პირების ჩაცმა-დახურვის მკაცრ კონტროლზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს მან ასევე განუმარტა აშშ-ში იურიდიულ პროფესიაში შესვლის საჭირო დეტალები და საფეხურები. რამდენიმე მონაწილემ სასამართლოს მანდატურის როლი მოირგო, რა დროსაც ისინი სასამართლო დარბაზში დადგენილი ქცევის წესების დემონსტრირებას ცდილობდნენ. ლექციის დასასრულს სტუდენტებმა დამატებითი პრაქტიკული სავარჯიშო შეასრულეს, სადაც სტუდენტები მოსამართლის ამპლუაში ჰიპოთეტური საქმის განხილვისას გადაწყვეტილებას იღებდნენ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ სავარჯიშოებმა მათ საშუალება მისცა დეტალურად გაეაზრებინათ სხვადასხვა იურიდიული პროფესიის ნიუანსი და რეალური წარმოდგენა შეუქმნათ აღნიშნულის მიმართ.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები