Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 - 26 მაი, 2023

მოსამართლე შოთა გეწაძემ ჩაატარა ტრენინგი სამშენებლო სამართლის საკითხებში ადვოკატებისთვის აჭარის რეგიონში

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, შოთა გეწაძემ ჩაატარა ტრენინგი სამშენებლო სამართლის საკითხებში 56 მონაწილე ადვოკატისთვის, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის აჭარის რეგიონიდან. ტრენინგი ორგანიზებული იყო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო მშენებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მიმოხილვა, რომლებიც არეგულირებს ქალაქგეგმარების, სივრცითი დაგეგმარების, ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის ძირითად საკითხებს და პრინცვიპებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ტრენინგი მოიცავდა საქართველოს კანონმდებლობის სამშენებლო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ძირეულ მიმოხილვას.

ტრენინგის დროს მოსამართლე გეწაძემ მიმოიხილა სხვადასხვა საკითხები, როგორიცაა საკუთრების უფლება და ჯანმრთელი გარემოს უფლება სამშენებლო საქმიანობის დროს. მან ასევე განმარტა სამშენებლო ნებართვის მიღების ვადები, პირობები და პროცედურები, ასევე სამშენებლო სამართალდარღვევა და მათთან დაკავშირებული შესაბამისი სანქციები.

გარდა ამისა, ტრენინგი მოიცავდა დისკუსიებს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ სამშენებლო დავების გადაწყვეტაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

„ბევრი სამშენებლო დავა მაქვს ჩემს ყოველდღიურ პრაქტიკაში. დარღვევები ძირითადად ეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გაცემულ ჯარიმებს. ეს ტრენინგი იყო აზრების, ცოდნის, გამოცდილების მეგობრული გაზიარება, რომელსაც ჩვენ პრაქტიკაში გამოვიყენებთ მომავალში. არ გვინდა რომ ეს შეხვედრა დასრულდეს. შეუძლებელია ორ დრეში ყველა საკითხის განხილვა, მაგრამ ბატონი გეწაძე მაქსიმალურად გადმოგვცემს ინფორმაციას, გვაძლევს დისკუსიის და მსჯელობის საშუალებას, პასუხს სცემს ჩვენს შეკითხვებს. მადლიერნი ვართ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ამ შესაძლებლობისთვის." - ამბობს თინა იმნაძე, ადვოკატი ბათუმიდან.

ადვოკატების შესაძლებლობების გაძლიერება აჭარაში წარმოადგენს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბათუმში სამართლის უზენაესობის ჰაბის გახსნის შემდეგ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები