Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
06 ნოე 2023

მოსამართლე ციცინო კიკვაძე ახალგაზრდებს ქალთა უფლებების შესახებ ესაუბრა

ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ ქალთა უფლებების შესახებ, რადგან ეს ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და აძლევს მათ შესაძლებლობას გახდნენ ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, გაუჩნდეთ თანაგრძნობა ქალების მიმართ.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ატარებს შეხვედრებს მოსამართლეებსა და სკოლის მოსწავლეებს შორის, რათა დაეხმაროს ახალგაზრდებს გაეცნონ ქალთა უფლებებს და პროფესიონალებისაგან მოისმინონ შესაბამისი მაგალითები.

2023 წლის 4 ნოემბერს, მოსამართლე ციცინო კიკვაძე, ტყიბულისა და წყალტუბოს მაგისტრატი მოსამართლე, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, „წიგნების თაობაში“ 60  სკოლის მოსწავლეს შეხვდა. „წიგნების თაობა“ არის ინიციატივა, რომელსაც ხელმძღვანელობენ ქუთაისში სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და შექმნილია კითხვისადმი სიყვარულის გასაღვივებლად და სკოლის მოსწავლეებს შორის დისკუსიის გასაადვილებლად.

მოსამართლე ციცინო კიკვაძემ მოსწავლეებთან საუბარი დაიწყო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქალთა უფლებების თაობაზე. მან მოსწავლეებს მიაწოდა ამომწურავი განმარტებები გენდერული ძალადობის, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის, საკუთრების უფლების, ალიმენტისა და მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით, და ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო სამართალწარმოებაზე.

გარდა ამისა, მოსამართლემ გაუზიარა რეალური მაგალითები საკუთარი საქმეებიდან და ხაზი გაუსვა ოჯახში ძალადობის საქმეებში მტკიცებულებების მიწოდებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მან აღნიშნა, რომ კონფლიქტების შემდეგ ქალები ხშირად ყოყმანობენ სასამართლოში მოძალადეების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. გარდა ამისა, მოსამართლემ ასევე ისაუბრა ბავშვთა უფლებების კოდექსის მნიშვნელობაზე საქართველოში, რომელიც ქმნის მხარდამჭერ ჩარჩოს ბავშვებისთვის. მოსამართლემ ხაზი გაუსვა ბავშვების უფლებებს მშობლების დაშორების საქმეებში და მათ უფლებაზე, მისმენილი იქნენ სასამართლოში.

მოსამართლის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებმა კითხვები დასვეს. ისინი დაინტერესდნენ სხვადასხვა თემებით, მათ შორის იკითხეს, საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევების გაზრდის ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ, საზოგადოების მზადყოფნაზე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. ასევე მოსწავლეებს დააინტერესათ ის მიზეზები, რის გამოც ქალები ზოგჯერ თავს დაუცველად გრძნობენ და როგორ დაიცვან ქალებმა თავი, ასევე იკითხეს ბავშვების საკუთრების უფლებების თაობაზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები