Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 აპრ 2024

მოსამართლე ხათუნა ჯინორია თბილისის თანამედროვე განათლების აკადემიის მაღალკლასელ მოსწავლეებს შეხვდა

2024 წლის 11 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ჯინორია ეწვია თბილისის თანამედროვე განათლების აკადემიას და შეხვდა საშუალო სკოლის 40 მოსწავლეს. ის სტუდენტებს ესაუბრა ბავშვთა ძირითად უფლებებზე საქართველოს სამართლებრივ სისტემაში და მოსამართლეების მნიშვნელოვან როლზე ამ უფლებების დაცვაში.

შეხვედრა აკადემიის დირექტორმა დავით მალაზონიამ გახსნა. მან ისაუბრა მოსამართლეთა პროფესიის მნიშვნელობაზე და მათ როლზე კანონის უზენაესობის განმტკიცებაში.

მოსამართლე ჯინორიამ მოსწავლეებს გაუზიარა თავისი შეხედულებები მოსამართლის ყოველდღიურ საქმიანობაზე და ისაუბრა განვლილ პროფესიულ გზაზე. მან ხაზი გაუსვა იმ სირთულეებს, რომელთა გადალახვაც უწევთ მოსამართლეებს, განსაკუთრებით სენსიტიური საქმეების განხილვისას. მოსწავლეებს განსაკუთრებით აინტერესებდათ ის, თუ როგორ ხდებიან მოსამართლეები. მათ აგრეთვე დასვეს კითხვები იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც ახალგაზრდა ქალები აწყდებიან იურიდიული კარიერის არჩევისას და იმ მორალური დილემების შესახებ, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ მოსამართლეები  კონკრეტული საქმეების გადაწყვეტისას.

ეს ღონისძიება ნაწილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საქმიანობისა, რომელიც მიზნად ისახავს წაახალისოს მოსამართლეებსა და საშუალო სკოლის მოსწავლეებს შორის დიალოგი, ხელი შეუწყოს მოსამართლის პროფესიის შესახებ ინფორმირებულობას და გააღრმავოს ახალგაზრდა თაობის გაგება ადამიანის უფლებათა სამართლისა და პრაქტიკის შესახებ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები