Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
03 - 05 დეკ, 2022

მოსამართლეები განიხილავენ სასამართლო პრაქტიკას ბავშვისა და მშობლის განცალკევების შესახებ

2022 წლის ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ შეკრიბა ბავშვთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფის მოსამართლე წევრები, USAID-ის მიერ განხორციელებული მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულები და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. 2022 წლის 3 დეკემბერს ქუთაისში, მოსამართლეებმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა განიხილეს სასამართლო პრაქტიკა ბავშვის მშობლებისგან განცალკევების შესახებ და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე ისაუბრეს გადაწყვეტილების პერიოდულ განხილვაზე.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებებში ახლახან შექმნილი ბავშვის უფლებათა კოდექსის გარკვეული დებულებების ორი განსხვავებული ინტერპრეტაცია არსებობს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ კოდექსის წესები მშობლისა და შვილის დაშორების ვადის გახანგრძლივების შესახებ არ ვრცელდება მშობლისა და შვილის განცალკევების იმ საქმეებზე, რომლებიც გადაწყდა კოდექსის ამოქმედებამდე, მაშინ როცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ კოდექსის წესები ასეთ შემთხვევებზეც უნდა მოქმედებდეს.

შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ USAID-ის მიერ განხორციელებული მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულები, მათ შორის, ოზურგეთის რაიონული სასამართლოდან თორნიკე კაპანაძე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნანა კალანდაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძე და სააგენტოს წარმომადგენლები თამთა ბაბუნაშვილი და ელენე მარტაშვილი.

დისკუსიას მოდერირებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირმა პერანიძე. მოსამართლეებსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებს შორის დისკუსიისას ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კოდექსის საფუძველზე ბავშვის მშობლებისგან განცალკევების შუამდგომლობის სასამართლო განხილვის შესახებ კანონში უნდა იყოს დეტალური საპროცესო რეგულაციები, მათ შორის, დებულებები, რომლებიც განსაზღვრავს ზეპირი მოსმენის წესებსა და განცალკევების ხანგრძლივობას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები