Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 მაი 2024

მოსამართლეები და ადვოკატები განიხილავენ სასამართლო საქმის მენეჯმენტის გაუმჯობესების გამოცდილებებს

2024 წლის 25 მაისს, თბილისში გამართულ სასამართლოების მენეჯმენტის სემინარში მონაწილეობა მიიღო 40 მოსამართლემ, ადვოკატმა, იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან და სამართალდამცავ საქმეთა საერთაშორისო ბიუროსთან (INL) საქართველოში თანამშრომლობით, ორგანიზებული  სემინარი იყო პლატფორმა სასამართლო საქმის მართვის მიდგომებისა და გამოწვევების განსახილველად. სემინარზე გაიმართა პრეზენტაციებისა და დისკუსიების სერია, რომელიც მიმართული იყო საქართველოს სასამართლოებში საქმისწარმოების პრაქტიკის გაუმჯობესებაზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით.

სემინარი დაიწყო USAID კავკასიის სამართლის უზენაესობის პროგრამის მენეჯერის რუსუდან ტაბატაძის და INL-ის დირექტორის საქართველოში სარა რუპერტის სიტყვებით, რომლებმაც ხაზი გაუსვეს სასამართლოს ეფექტიანი მენეჯმენტის მნიშვნელობას სამართლის უზენაესობის დაცვისა და დროული მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წევრმა სოფო სოხაძემ პირველი სესია საქართველოში საქმისწარმოების სიღრმისეული მიმოხილვით დაიწყო. მან წარმოადგინა ანგარიში და „რეკომენდაციები სასამართლოში საქმეების ნაკადის მართვასთან დაკავშირებით“, რომელიც მომზადებულია GBA-ს ექსპერტების მიერ და მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ. ქალბატონმა სოხაძემ ხაზი გაუსვა დროულობის აუცილებლობას და გაანალიზა სასამართლო პროცესის გაჭიანურების სისტემური მიზეზები. მან განიხილა საქმისწარმოების მართვის ძირითადი ასპექტები და სასამართლო რესურსების განაწილება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ საქმის წარმოების დაჩქარებასა და შეფერხებების შემცირებაში.

დოქტორმა თიმ ბუნიევაცმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველმა წარმოადგინა სამოქალაქო საქმის მენეჯმენტისა და საქმის წარმოების მართვის მიმოხილვა საერთაშორისო პერსპექტივიდან. მისი პრეზენტაცია მოიცავდა მაგალითებს სხვადასხვა იურისდიქციებიდან, რომლებიც ასახავს ეფექტიან სტრატეგიებს სამოქალაქო საქმეების მართვისა და სასამართლოს ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. სესია დასრულდა აქტიური დისკუსიით, რომელშიც მონაწილეებმა გაცვალეს იდეები, თუ როგორ უნდა მოხდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ინტეგრირება ქართულ სასამართლოებში.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მოწვეულმა მოსამართლემ ტიმოთი ბალანდმა გააზიარა თავისი მოსაზრებები საქართველოს სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მართვასთან დაკავშირებით. მან მონაწილეებს, აშშ-ს გამოცდილებაზე დაყრდნობით, მისცა პრაქტიკული რჩევები საქმის მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად და შეფერხებების შესამცირებლად.

დღის მეორე ნაწილი დაიწყო სისხლის სამართლის პროცესებში ნაფიც მსაჯულთა მენეჯმენტის საკითხით, რაც შედარებით ახალი პროცესია ქართულ სასამართლოებში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ წარმოადგინა ნაფიც მსაჯულთა მენეჯმენტის პრაქტიკის მაგალითები საქართველოში და შეადარა ისინი საერთაშორისო პრაქტიკას. მან ისაუბრა საქართველოს სასამართლოებში ნაფიც მსაჯულთა სისტემის დანერგვის ბევრ გამოწვევასა და წარმატებაზე.

კერი მეიერი, მინეაპოლისის მეოთხე სასამართლო ოლქის სასამართლოს მთავარი მოსამართლე, მინესოტადან (აშშ), უძღვებოდა სესიას ნაფიც მსაჯულთა მენეჯმენტის მოწინავე ტექნიკებზე. მოსამართლე მაიერმა განიხილა ნაფიც მსაჯულთა მენეჯმენტის პროცესში მონაწილეთა როლები და პასუხისმგებლობები, მისი მნიშვნელობა, როგორც სასამართლო პროცესის ეფექტიანობის საზომი და საუკეთესო პრაქტიკა ნაფიც მსაჯულთა ოპერაციების ოპტიმიზაციისთვის. სხდომა მოიცავდა მსჯელობას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს პრაქტიკა მორგებული იყოს საქართველოს სამართლებრივ სისტემაზე და უზრუნველყოს მყარი ჩარჩო მომავალი გაუმჯობესებისთვის.

სემინარი დასრულდა შენიშვნებით, რომლებიც აჯამებდა სესიების ძირითად მიღწევებს, ხაზს უსვამდა ქართველ და საერთაშორისო სამართლებრივ ექსპერტებს შორის უწყვეტი თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლის მნიშვნელობას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები