Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
24 - 26 ნოე, 2023

მოსამართლეები და თანაშემწეები მედიაციის შესახებ ტრენინგს დაესწრნენ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ მედიაციის შესახებ ორი პარალელური ტრენინგი ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა ოცმა მოსამართლემ და ოცდაორმა მოსამართლის თანაშემწემ მიიღო. მონაწილეები წარმოადგენდნენ თბილისისა და რუსთავის საქალაქო, ქუთაისის სააპელაციო, მცხეთის, თელავის, გურჯაანის, თეთრიწყაროს, ახალციხის, გორის, საგარეჯოს, ბოლნისისა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებს.

ტრენინგებს უძღვებოდნენ მედიაციის ექსპერტები ირაკლი ყანდაშვილი (საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე), ეთერ ჩაჩანიძე (პრაქტიკოსი მედიატორი, რომელსაც მოსამართლეებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს), სოფიო ჩაჩავა (საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და პრაქტიკოსი მედიატორი) და ნათია ჩიტაშვილი (საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და მცხეთის რაიონული სასამართლოს მედიაციის ცენტრის კოორდინატორი).

ორივე ტრენინგზე შემდეგ საკითხებზე მიმდინარეობდა მსჯელობა: რა განსხვავებაა მედიაციასა და სასამართლო მორიგებას შორის; სხვადასხვა ეტაპები, როდესაც მოსამართლეებს საქმეების მედიაციაში გადაცემა შეუძლიათ; ის ფაქტორები, რომლებიც მოსამართლეებმა და თანაშემწეებმა მედიაციაში გადასაცემი საქმეების შერჩევისას უნდა გაითვალისწინონ; საქმეების მედიაციაში გადაცემის ეტაპები და პროცედურები; ვინ არიან მედიატორები, როგორ ხდება მათი მომზადება და როგორ ირჩევენ მათ კონკრეტულ საქმეებზე.

მიუხედავად იმისა, რომ სესიების უმეტესობა პარალელურად მიმდინარებოდა ჯგუფებში (მოსამართლეებისა და თანაშემწეებისთვის ცალ-ცალკე), ყოველი დღის ბოლოს ყველა მონაწილე გაერთიანებულ სესიებს ესწრებოდა, სადაც საერთო საკითხების განხილვა და გამოცდილების გაზიარება ხდებოდა.

გაერთიანებული სესიის მნიშვნელოვანი მომენტი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნათია მარშანიას მიერ გამოცდილების გაზიარება საქმეთა მედიაციაში გადამისამართების შესახებ.  მოსამართლე მარშანიას განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მან 65 საქმის გადამისამართება მოახდინა.  მან ასევე აღნიშნა, რომ სწორედ მედიატორის დიდი შრომის შედეგი იყო ის საქმეებიც, სადაც მხარეებმა სამედიაციო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა მოგვიანებით სასამართლოში მორიგდნენ.

ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში კარგად მომზადებული ადგილობრივი მედიატორები არიან, რომლებიც მზად არიან გამოიყენონ უნარები და მოსამართლეების მიერ გადამისამართებული საქმეები განიხილონ. მან მოსამართლეებს მოუწოდა, რომ მოახდინონ შესაფერისი საქმეების მედიაციაში გადაცემა. 

ექსპერტებმა ასევე მოახდინეს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ წარმართავენ საქმეებს, როგორც მედიატორები და როგორ ხდება გადაცემის პროცესიის კოორდინირება. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს ღონისძიების ორგანიზებისათვის და განაცხადეს, რომ ახლა უკეთ ესმით, თუ როგორ მიმდინარეობს მედიაციის პროცესი და რომ ისინი მზად არიან დაუყოვნებლივ მოახდინონ საქმეთა მედიაციაში გადამისამართება.  

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები