Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
12 - 14 აპრ, 2024

მოსამართლეები და თანაშემწეები მედიაციის შესახებ ტრენინგს დაესწრნენ

2024 წლის 12-14 აპრილს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ მედიაციის შესახებ ორ პარალელურ ტრენინგს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მცხეთის რაიონული სასასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს (რომელიც სასამართლო მედიაციაში რაოდენობრივად ყველაზე მეტ საქმეს ამისამართებს) მოსამართლეებმა და თანაშემწეებმა მიიღეს.

ტრენინგებს უძღვებოდნენ მედიაციის ექსპერტები ირაკლი ყანდაშვილი (საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე), ეთერ ჩაჩანიძე (პრაქტიკოსი მედიატორი, რომელსაც მოსამართლეებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს), სოფიო ჩაჩავა (საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და პრაქტიკოსი მედიატორი) და ელენე ორჯონიკიძე (საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის კოორდინატორი).

ტრენინგებზე, რომლებშიც 17 მოსამართლე და 32 თანაშემწე მონაწილეობდა, ყურადღება შემდეგ ძირითად საკითხებზე გამახვილდა: განსხვავება მედიაციასა და სასამართლო მორიგებას შორის; მედიაციის არსი, პრინციპები, სტადიები;  მედიაციისათვის საქმის გადაცემის კრიტერიუმები და ის ფაქტორები, რომლებიც მოსამართლეებმა და თანაშემწეებმა მედიაციაში გადასაცემი საქმეების შერჩევისას უნდა გაითვალისწინონ; მედიაციაში საქმის გადაცემის პროცესი; ინფორმაცია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის შესახებ, მათ შორის, როგორ ხდება მედიატორთა მომზადება და როგორ ირჩევენ მათ კონკრეტულ საქმეებზე; მედიაციის ცენტრის კოორდინატორებთან თანამშრომლობა; საინფორმაციო შეხვედრების სხვადასხვა მოდელების შესახებ მსჯელობა მოსამართლეების, კონსულტანტების, თანაშემწეებისა და მედიატორების ჩართულობით.

ამასთანავე, დუსკუსიები წარიმართა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მედიაციის ვადის გაგრძელება, საქმის შეჩერება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებასა და აღსრულებაზე უარის საფუძვლებზე.

მიუხედავად იმისა, რომ სესიების უმეტესობა პარალელურად მიმდინარებოდა ჯგუფებში (მოსამართლეებისა და თანაშემწეებისთვის ცალ-ცალკე), ყოველი დღის ბოლოს ყველა მონაწილე გაერთიანებულ სესიებს ესწრებოდა, სადაც საერთო საკითხების განხილვა და გამოცდილების გაზიარება ხდებოდა.

გაერთიანებული სესიის დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, უჩა თოდუამ საქმეთა მედიაციაში გადამისამართების შესახებ საკუთარი მიდგომა გააცნო მონაწილეებს. მან აღნიშნა, რომ სარჩელის მიღების შემდეგ განჩინებებში ხდება იმის მითითება, რომ მხარეებმა უნდა ცადონ მედიაცია. ამგვარი მიდგომა მხარეებს ავალდებულებს, რომ დაესწრონ მედიაციის პროცესს იქამდე, ვიდრე საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყება, რაც ამავდროულად, გარანტიას აძლევს მათ, რომ მათი საქმის განხილვა მოხდება მოსამართლის წინაშე იმ შემთხვევაში, თუ მედიაცია წარუმატებელი აღმოჩნდება.  

ტრენერებმა ასევე ისაუბრეს მედიაციის განვითარების ბოლოდროინდელ პრაქტიკაზე, სადაც ხაზგასმით აღნიშნეს შრომითი და საოჯახო კატეგორიის დავების ავტომატური გადამისამართების ტენდენცია. მათ ხაზი გაუსვეს სასამართლო სხდომამდე მედიაციის სარგებლიანობის შესახებ სავალდებულო საინფორმაციო სესიების მნიშვნელობას.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს ღონისძიების ორგანიზებისათვის და აღნიშნეს, რომ ახლა მედიაციის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე სრულად არიან ინფორმირებულნი.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები