Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 მაი 2023

მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ - ფილმის ჩვენება სასამართლოს დამოუკიდებლობის გამოწვევების შესახებ

სასამართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს სამართლიან სამართლებრივ სისტემას, იცავს ინდივიდუალურ უფლებებს და განსაზღვრავს საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიმართ.

2023 წლის 18 მაისს, დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ, საქართველოს სასამართლო გუშაგმა და დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პოლონური დოკუმენტური ფილმის - მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ - ჩვენება მოაწყო.

ფილმი მოგვითხრობს პოლონეთში მოსამართლეებზე არსებული წნეხისა და მათი ბრძოლის შეხახებ კონსტიტუციისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დასაცავად. ის ასახავს მოსამართლე იგორ ტულეას შეუპოვარ ბრძოლას მასზე არსებული ზეწოლის მიუხედავად. ამავდროულად, შთამბეჭდავია ის სოლიდარობა, რომელიც მის მიმართ მისმა კოლეგებმა და პოლონელმა მოქალაქეებმა გამოავლინეს. რეჟისორ, კასპერ ლისოვსკის მიერ 2021 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი გვიჩვენებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მნიშვნელობასა და მათ გავლენას, რომელსაც 2020 წელს პოლონეთის ისტორიაში ერთ-ერთ  ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციებში, დემოკრატიის დასაცავად და ავტორიტარიზმის თავიდან ასაცილებლად, პოლონეთის მოქალაქეები და კანონმდებლები მონაწილეობდნენ მთელი ევროპიდან.

ღონისძიება გახსნეს დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წარმომადგენელმა ირაკლი კორძახიამ, დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ციმაკურიძემ და საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა. ღონისძიებას სამოცდაათამდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ქვემდგომი ინსტანციის მოსამართლეები, ადვოკატები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია პოლონელი მოსამართლეების მიერ დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით გადადგმული სამართლებრივი ნაბიჯების და საზოგადოებრივი აქტიურობის მნიშვნელობის შესახებ. იგორ ტულეამ ხაზი გაუსვა საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ამ პროცესში სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენების მნიშვნელობას.

 დისკუსიას უძღვებოდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ხაჟომია. მოსამართლეებმა ისაუბრეს ინდივიდუალური აქტივიზმის მნიშვნელობის და თვითორგანიზების საკითხებზე, ასევე ამ კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე. პოლონელმა მოსამართლეებმა იგორ ტულეამ და იოანა ჰეტნაიოვიჩ-შიკორამ ყურადღება გაამახვილეს პოლონეთში 2020 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხეს საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები