Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 - 19 თებ, 2023

მოსამართლეები მსჯელობენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების საქმეების განხილვის სასამართლო პრაქტიკის შესახებ 

2023 წლის 18-19 თებერვალს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ მოიწვია ბავშვისუფლებათა პრაქტიკის ჯგუფის მოსამართლე წევრები, რათა განეხილათ ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების შემდეგ არსებული პრაქტიკული გამოწვევები ბავშვის მშობლებისგან განცალკევების საქმეების განხილვისას, მათ შორის, საქმეთა განხილვის ვადები და გადასინჯვის მექანიზმები, ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების შემდეგ და კოდექსის ამოქმედებამდე სახელმწიფო ზრუნვაში გადაცემული  ბავშვების საქმეების განხილვის პრაქტიკა.

ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ონიანი (ონლაინ პრეზენტაცია) და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი. სადისკუსიო პანელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე უძღვებოდა.

მონაწილეები გაეცნენ აშშ-ს გამოცდილებას ბავშვის მშობლებისგან განცალკევების საქმეებში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეული ამერიკელი მოსამართლე, ჯეიმს რედვაინის მიერ. 

„ეს არის საკმაოდ ტიპიური პროცესი ბავშვის ოჯახისგან განცალკევების საქმეებში ამერიკაში და ბავშვების უფლებებისა და კეთილდღეობის, აგრეთვე მშობლების უფლებების დასაცავად ეს პროცედურა არაერთ გარანტიას ითვალისწინებს სხვადასხვა დონეზე. ჩემი გამოცდილებით, უვადო განცალკევება, ანუ მშობლის უფლებების ჩამორთმევა პროცენტულად იშვიათობას წარმოადგენს საოჯახო საქმეებში. ჩვეულებრივ, ფსიქოლოგისა და სოციალური სერვისების დახმარებით, რაც მოიცავს სამედიცინო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და იურიდიულ სერვისებს, შესაძლებელი ხდება ოჯახის, როგორც ურღვევი ბირთვის შენარჩუნება.” - განაცხადა მოსამართლე რედვაინმა.

მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ყველა სასამართლოში ერთიანი საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების მნიშვნელობას და ბავშვის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების აუცილებლობას, როგორც ამას მოითხოვს ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენცია. დისკუსია იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ბავშვისა და მშობლის განცალკევების საქმეებში, სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესების კუთხით.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები