გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკის ჯგუფის 30 მოსამართლე წევრი, სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები, პრაქტიკოსი იურისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ არსებული სასამართლო პრაქტიკა და საქართველოში გამოხატვის თავისუფლების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები.
შეხვედრაზე [10 დეკემბერი, 2022] მთავარი მომხსენებლები იყვნენ ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მოსამართლეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოდან (თამარ ზამბახიძე), თბილისის საქალაქო სასამართლო (თამარ ჩიხლაძე), თბილისის სააპელაციო სასამართლო (ქეთევან მესხიშვილი), თბილისის საქალაქო სასამართლო (თამარ ლაკერბაია). შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო და სამართლებრივი მხარდამჭერი ინსტიტუტები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA), სახალხო დამცველის ოფისი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), იურიდიული დახმარების სამსახური (LAS), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია).
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩხეიძე. საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გვარამაძემ განაცხადა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, განსხვავებული აზრის და მედიის თავისუფლება საქართველოში. „ასეთი შეხვედრები გვეხმარება აზრების გაცვლაში, ჩვენი პოზიციების შეჯერებაში და შედეგად გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების გადადგმაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და სასამართლო პროცესების გაუმჯობესებას.“
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა განაცხადა, რომ „საკანონმდებლო ცვლილებების გარეშეც კი, კარგი სასამართლო პრაქტიკა შეიძლება შექმნას ცალკეულმა მოსამართლემ შიდა კანონმდებლობის საფუძველზე, სამართლებრივი დასაბუთებითა და ინტერპრეტაციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენებით.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძემ აღნიშნა: „ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი და ნებისმიერი პიროვნების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამ დავებზე სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, რათა მოხდეს სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, სხვა პირთა უფლებებს, საერთო საზოგადოებრივ ინტერესებს შორის. ამ ყველაფერს ხელს უწყობს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებული გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკის ჯგუფის შეხვედრები, სადაც მოსამართლეებს, იურისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება ერთობლივად განიხილონ გამოხატვის თავისუფლების დაცვის პრობლემური საკითხები და სტანდარტები.“
„დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა კუთხით შეგვეხედა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებისთვის. მოსამართლეებისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს იმის მოსმენა, თუ როგორ უყურებს სამოქალაქო საზოგადოება გამოხატვის თავისუფლების კონკრეტულ საკითხს; ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ვაცნობოთ მათ ჩვენი პოზიციის შესახებ და ვიცოდეთ სასამართლოს მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი, პირისპირ შეხვედრები აძლიერებს ჩვენს კავშირებს სასამართლოებთან და შედეგად, უკეთ ვუგებთ ერთმანეთს.“ განაცხადა საიას იურისტმა, ნონა ქურდოვანიძემ.
იდენტიფიცირებული პრობლემების სწრაფი გადაჭრის ხელშეწყობის მიზნით, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მონაწილე მოსამართლეები მოგვიანებით ამ საკითხებს პრაქტიკი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად განიხილავენ და დაგეგმავენ შემდეგ ნაბიჯებს სასამართლო პრაქტიკაში შესაბამისი მიდგომების გასატარებლად.