Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
11 ივლ 2024

მოსამართლეებმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს საოჯახო დავებში მშობლის გაუცხოების პრობლემისა და შვილისთვის გადასახდელი ალიმენტის შესახებ

2024 წლის 8 ივლისს, ბავშვის უფლებისა და ქალთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფების წევრი მოსამართლეები შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებს და განიხილეს საოჯახო დავებში მშობლის გაუცხოების, აგრეთვე ბავშვის ალიმენტის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები.

მონაწილეებმა გამოყვეს მოსამართლის წინაშე არსებული გამოწვევები შვილისთვის გადასახდელი ალიმენტის დაანგარიშებისას. მათ შორისაა ნათლად განსაზღვრული კანონმდებლობის არარსებობა, არა-თანამცხოვრები მშობლის შემოსავლის დადგენის სირთულე და კარგად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის ნაკლებობა ამ სფეროში. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სისტემის ხარვეზები  აზიანებს არა მხოლოდ ბავშვებს არამე ქალებსაც, რომლებთანაც ცხოვრობენ ბავშვები უმეტეს შემთხვვევაში. შესაბამისად, მათ უწევთ იმ ეკონომიკური სირთულეების გადალახვა, რაც დაკავშირებული არაადექვატური ოდენობის ალიმენტთან ან მის გადაუხდელობასთან.

მოსამართლე ეკა ზარნაძემ (თბილისის სააპელაციო სასამართლო) წარმოადგინა პრეზენტაცია შვილისთვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით. ელენე სიჭინავამ კი წარმოადგინა ილიას სამართლის სახლის (ილიასი) მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები ალიმენტის გამოთვლის პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მშობლის გაუცხოების პრობლემა, რაც ზოგჯერ თან ახლავს კონფლიქტურ განქორწინებას/დაშორებას. მშობლის გაუცხოებას აქვს ადგილი, როდესაც ბავშვები თავს ერთი მშობლის ან მზრუნველის მოკავშირედ აღიქვამენ და უარს ამბობენ მეორე მშობელთან ურთიერთობაზე რაიმე ლეგიტიმური საფუძვლის (როგორიცაა, უგულებელყოფა ან ძალადობა) გარეშე.

ამ საკითხზე ისაუბრა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მურთაზ კაპანაძემ და ფსიქოლოგმა ეკატერინე თავართქილაძემ, რომელმაც ორი სესია მიუძღვნა განქორწინება/დაშორების პროცესში მშობლებისა და შვილების ურთერთობებსა და უშუალოდ გაუცხოებული ბავშვის მდგომარეობაზე მსჯელობას.

ბოლო სესიას მოდერირებას უწევდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი. მან ხაზი გაუსვა ალიმენტ-ვალდებული მშობლის შემოსავლის დადგენის მექანიზმების გაუმჯობესების მნიშვნელობას, აგრეთვე გაუცხოების თემაზე მსჯელობის გაგრძელების საჭიროებას ბავშვების უფლებებისა და კეთილდღეობის უკეთ დასაცავად.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები