Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 ივლ 2023

მოსამართლეთა ასოციაციების როლი დამოუკიდებელ და ანგარიშვალდებულ სასამართლო სისტემაში

2023 წლის 6 ივლისს, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გამართეს საერთაშორისო ონლაინ დისკუსია თემაზე: მოსამართლეთა ასოციაციების როლი დამოუკიდებელ და ანგარიშვალდებულ სასამართლო სისტემაში.

შეხვედრის 49 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ იურისტები, მოსამართლეები, სასამართლოს ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროპაში მოსამართლეთა ასოციაციებსა და მათი მნიშვნელობის შესახებ.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მადონა მაისურაძე. „ცნობილია რომ სასამართლო სისტემებში იქმნება მოსამართლეთა ასოციაციები. ასოციაციები აერთიანებს მოსამართლეებს სხვადასხვა იდეისა თუ მიზნის გარშემო. საქართველოში დღეს მოქმედებს ორი ასოციაცია: პირველი შეიქმნა 1999 წელს და თითქმის ყველა მოსამართლეს აერთიანებს, ხოლო მეორე არის რამდენიმე წლის წინ დაარსებული ქალ მოსამართლეთა ასოციაცია. ასოციაციების მიზანი არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია [დისკუსიის] მომხსენებლების გამოცდილების გაზიარება და ევროპული პერსპექტივის გაცნობა“- აღნიშნა მოსამართლემ.

სიმონე ბენვენუტიმ, რომა ტრეს უნივერსიტეტის შედარებითი საჯარო სამართლის ასოცირებულმა პროფესორმა მიმოიხილა მოსამართლეთა ასოციაციების სტრუქტურა. ძირითად შემთხვევებში ასოციაციების ფუნქციები კანონით არ არის განსაზღვრული და მათი ინტერესები მეტ-ნაკლებად დარგობრივია. თუმცა ასოციაციები მნიშვნელოვანი აქტორები არიან და ხელს უწყობენ მართლმსაჯულების ადმინისტრირებას. ისინი ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდნენ მიზნის, სტრუქტურის, ღირებულებებისა და წევრობის ტიპის მიხედვით.

იან ოლზანოვსკიმ, პოზნანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ და სილვიო რობერტო ვინჩეტიმ, შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მკვლევარმა მოდენას და რეჯო ემილიას უნივერსიტეტში, ისაუბრეს პოლონეთსა და იტალიაში მოსამართლეთა ასოციაციების განვითარების ისტორიისა და დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. პოლონეთის ყველაზე დიდი ასოციაცია, იუსტიცია, რომელიც 3500-ზე მეტ მოსამართლეს აერთიანებს ძალიან გააქტიურდა 2020 წელს პოლონეთში მოსამართლეების წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის დროს. პროფესორ ოლზანოვსკის თქმით, სასამართლო ასოციაციების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საკანონმდებლო წინადადებების შეფასება და ინიცირება დამოუკიდებელი და ეფექტიანი სასამართლო სისტემის მხარდასაჭერად. თუმცა, ამავდროულად, ასოციაციებთან დაკავშირებული რისკი შეიძლება იყოს პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში მოსამართლეთა გაერთიანებების ისტორიასა და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, ასოციაციების დაფინანსების და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შესაძლებლობაზე.

დისკუსია სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის ფარგლებში იმართება და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. ქსელი აერთიანებს 59 წევრს აშშ-ს, ევროპის, აზიის, და ლათინური ამერიკის 23 სხვადასხვა ქვეყნიდან.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები