Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
11 დეკ 2023

მოსამართლეთა პრაქტიკის ჯგუფის წევრებმა სასამართლოში ბავშვის იურიდიული წარმომადგენლობის საკითხები განიხილეს

2023 წლის 9 დეკემბერს, გაიმართა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერილი ბავშვთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფის შეხვედრა, სადაც შეიკრიბნენ სხვადასხვა სასამართლოს მოსამართლეები, რათა განეხილათ საქართველოში ბავშვთა და ბავშვთა უფლებების იურიდიული წარმომადგენლობის კრიტიკული ასპექტები.

შეხვედრა USAID საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილემ, ლიზა კოვაკმა გახსნა. მან ხააზგასმით აღნიშნა მოსამართლეების თანამშრომლობის მნიშვნელობა ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

ქ-ნი კოვაკის მისალმების შემდეგ, მოსამართლეებმა რიგრიგობით ისაუბრეს სასამართლოში ბავშვის იურიდიული წარმომადგენლობის მარეგულირებელ ეროვნულ  საკანონმდებლო ჩარჩოზე და სასამართლოს გამოწვევებზე ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. დისკუსია ასევე შეეხო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარებისა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს („სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო“) ფუნქციების გამიჯვნას მშობლებს შორის დავისას და ინტერესთა კონფლიქტის საკითხს, მშობლის მიერ ბავშვისათვის ადვოკატის აყვანისას, ასევე კერძო და იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტების ურთიერთობას.

შეხვედრის მეორე ნახევარი დაეთმო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში ბავშვთა უფლებების შესახებ ბენჩბუქის თავების განხილვას. ორმა მოსამართლემ წარმოადგინა ბენჩბუქის თავების მონახაზი ბავშვის მოსმენის უფლებისა და მისი პრაქტიკული განხორციელების შესახებ სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში.

მოსამართლეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად მუშაობის გაგრძელება სასამართლოებში ბავშვების წარმომადგენლობის პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები