Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
21 ივნ 2023

მოსამართლეთა საპროცესო ქცევის გავლენა მათი მიუკერძოებლობის აღქმაზე

2023 წლის 20 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მოაწყო კვლევის პრეზენტაცია - „მოსამართლეთა საპროცესო ქცევის გავლენა პროცესის მონაწილეთა მიერ მათი მიუკერძოებლობის აღქმაზე“. ღონისძიებას 30 სტუდენტი, იურისტი და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტმა, რომელიც სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ იქნა მხარდაჭერილი, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლეთა მიუკერძოებლობის შეფასებაში სამართლის სტუდენტებისა და სასამართლო მხარეების ჩართვით მართლმსაჯულების ადმინისტრირების  გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. მოსამართლეთა მიუკერძოებლობის აღქმა შეაფასეს ილიაუნის სტუდენტებმა, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც „ნეიტრალური დამკვირვებლები“. შემდგომში, მათი ეს შეფასებები შედარდა  32 პირის აღქმასთან, რომლებიც სასამართლო საქმის მხარეს წარმოადგენდნენ.

მხარეთა შეხედულებები მიღებული იქნა 16 სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლოში მონაწილე მოსარჩელეებისა და მოპასუხეების გამოკითხვით. შემდეგ კი, მიღებული მონაცემების შედარების გზით, ნეიტრალური დამკვირვებლებისა და მხარეთა შეფასებებს შორის მოსამართლეთა ქცევის შესახებ განსხვავებები იქნა გამოვლენილი.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ნეიტრალური სასამართლო დამკვირვებლები აფასებენ მოსამართლის მიუკერძოებლობას ტრადიციულ სამართლებრივ სტანდარტებზე დაყრდნობით, ფოკუსირებულნი არიან ობიექტურობის შენარჩუნებაზე და მოცემულ საქმეში სამართლებრივი მოთხოვნების, პროცედურული წესებისა და ეთიკური ნორმების დაცვას აქცევენ ყურადღებას. ამის საპირისპიროდ, პროცესში მონაწილე მხარეები მოსამართლეს მიუკერძოებლად მიიჩნევენ, თუ ისინი ავლენდნენ აქტიური მოსმენის უნარებს, გააჩნდათ კარგი რეპუტაცია, მხარეებს უფლებას აძლევდნენ გამოეხატათ საკუთარი აზრი, თავს იკავებდნენ უფრო ძლიერი მხარის (მაგ. სახელმწიფოს) სასარგებლო ქმედებებისაგან და უზრუნველყოფდნენ, რომ შესაბამისი სამართლებრივი განმარტებები ყველა მხარისათვის გასაგები ყოფილიყო.  ამ მიგნებებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, რადგან ისინი ადასტურებენ პროცედურული სამართლიანობის (PJ) გადამწყვეტ როლს საქართველოში სასამართლოს მომხმარებლების მიერ მართლმსაჯულებაზე აღქმის ჩამოყალიბებაში.

ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ქართულმა სასამართლოებმა შემოიტანონ უფრო მეტი PJ სასწავლო პროგრამები მოსამართლეებისთვის, რათა გააძლიერონ მათი აქტიური მოსმენის უნარები და „ემოციური ინტელექტი“ და გააუმჯობესოს მათი ინფორმირებულობა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იქონიოს მათმა პროცედურულმა ქცევამ სასამართლოს მიუკერძოებლობის შესახებ სასამართლოს მომხმარებლების აღქმის ჩამოყალიბებაზე პირდაპირი გავლენა. კიდევ ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს პროგრამების დანერგვა ზოგადი მოსახლეობის სწავლების მიზნით PJ სტანდარტების შესახებ, რომლებიც მოსამართლეებმა უნდა დაიცვან სასამართლო დარბაზში, მათ შორის, მიუკერძოებლობის ტიპიური ატრიბუტები/მახასიათებლები, რომლებიც უნდა გამოიჩინონ მოსამართლეებმა და მათ მიერ შესასრულებელი პროცედურული მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა კონსტანტინე ჩოკორაიამ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ილიას უნივერსიტეტის აკადემიკოსებისა და სტუდენტების მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევის მნიშვნელობას და მის როლს სასამართლო სისტემაზე საზოგადოების ზედამხედველობის პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.

დოქტორმა თიმ ბუნიევაცმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველმა, ანგარიშის ავტორებს მადლობა გადაუხადა საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების მნიშვნელოვანი ემპირიული სურათის მოპოვებისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სამართლის უზენაესობის პროგრამის მზაობას მხარი დაუჭიროს მომავალ პროექტებს, რომლებიც სასამართლოს, საზოგადოებასა და აკადემიას შორის ჩართულობის გაუმჯობესებისაკენ იქნება მიმართული.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები