USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გააუმჯობესონ მოქმედი და მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარები.
2023 წლის 30 მარტს, მართლმსაჯულების სახლმა (HoJ) დაასრულა ექვსთვიანი სასწავლო პროგრამა იმიტირებული სასამართლო პროცესით, რომელშიც მონაწილეობდა პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ ნომინირებული და ღია კარის მეშვეობით შერჩეული პროგრამის ჩვიდმეტი მონაწილე.
მონაწილე სტუდენტიდან რვა წარმოადგენდა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებს. ხოლო დანარჩენი მონაწილეებიდან, ოთხი მათგანი იყო სერტიფიცირებული ადვოკატი და ხუთი სამართლის სპეციალისტი, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა საჯარო და/ან აკადემიური დაწესებულებებში.
სასწავლო პროგრამა მოიცავდა შვიდ ტრენინგს, რომელმაც გააზლიერა მონაწილე იურისტების პრაქტიკულ უნარები და პროფესიული ეთიკის ცოდნა. ეს კურსები მოიცავდა კომუნიკაციის ხელოვნებას, ემოციურ ინტელექტს, სამოქალაქო სამართლის საქმეების მართვის პრაქტიკულ სავარჯიშოებს, სისხლის სამართლის საქმეების მართვას, მოლაპარაკების ხელოვნებას, მედიაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
გამოცდილი პროფესიონალები, მათ შორის იურისტები, კომუნიკაციის ექსპერტები და ფსიქოლოგები, უძღვებოდნენ ტრენინგებს. მართლმსაჯულების სახლმა ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან, რომლის შედეგად მათ ადვოკატებმა მიიღეს მონაწილეობა როგორც ტრენერებმა დაგეგმილი პრაქტიკული სწავლების პროცესში.
სასტავლო კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მართლმსაჯულების სახლის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული ფირმის მუშაობაში, რამაც ხელი შეუწყო მათ შეევსოთ თეორიული განათლება პრაქტიკული ელემენტებით. ფირმის მუშაობაში ჩართული იყვნენ მარიამ რაზმაძე (ადვოკატის მოვალეობის შემსრულებელი და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი), თამარ ბერძნიშვილი (ადვოკატის მოვალეობის შემსრულებელი) და ირაკლი ლუკავა (სამართლის მოქმედი სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ზუგდიდის შოთა მესხიას უნივერსიტეტის იურიდიულ განყოფილებაში).
"პროგრამამ მომცა პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რომლებიც შეესაბამება ჩემს ამჟამინდელ როლს. ყველაზე მეტად მომეწონა იურიდიული ეთიკის, ემოციური ინტელექტის, კომუნიკაციისა და სამოქალაქო სამართლის კურსები." განაცხადა მცხეთაში მოღვაწე ადვოკატმა, თამარ ბერძენიშვილმა.
„სასწავლო პროგრამა ეხებოდა იურისტების ყოველდღიურ სამუშაო მოთხოვნებს და დაგვეხმარა თეორიის პრაქტიკაში გამოყენებაში. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის მკაფიოდ და ლაკონურად გადმოცემას. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად მომეწონა კომუნიკაციის ხელოვნებისა და ემოციური ინტელექტის კურსები.“ აღნიშნა სალომე დავითაძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა.
პარტნიორ უნივერსიტეტებთან კონსულტაციით, მართლმსაჯულების სახლმა უკვე შეარჩია მონაწილეთა ჯგუფი მეორე სასწავლო კურსისთის, რომლის შედეგად ჩატარდება მსგავსი ტრენინგები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. ახალი ჯგუფის პირველი შეკრება 7 აპრილს არის დაგეგმილი.