Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
05 აპრ 2024

მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენელი იურისტები არბიტრაჟის

2024 წლის 4 აპრილს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) სემინარს უმასპინძლა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების (ADR), კერძოდ არბიტრაჟის, პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

სემინარის მთავარი ამოცანა დამსწრეთა, რომლებიც ძირითადად მცირე იურიდიული ფირმების იურისტებს წარმოადგენდნენ, დავის გადაწყვეტის საშუალებების, კერძოდ კი, არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ ინფორმირება და მათი წახალისება იყო, რომ მეტი საქმის გადამისამართება მოხდეს არბიტრაჟში. ღონისძიებას ორმოცდაექვსი იურიდიული პროფესიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

სემინარი GIAC-ის მდივნის, ბექა ინჯიას და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის  ხელმძღვანელის, გიორგი ჩხეიძის მისალმებებით დაიწყო. ბატონმა ჩხეიძემ ხაზი გაუსვა ADR მექანიზმების მნიშვნელობას და განსაკუთრებით აღნიშნა, თუ რამდენად ეფექტურია ეს მექანიზმები დავების გადაწყვეტისთვის.

საინფორმციო სესიებს სფეროს ექსპერტები უძღვებოდნენ. პირველი სესიის დროს, ბა-ნმა ინჯიამ და ირაკლი კორძახიამ, Grata International-ის პარტნიორმა, დავის გადაწყვეტის შესაფერისი მექანიზმის არჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს საარბიტრაჟო შეთანხმებების შედგენასთან დაკავშირებული რჩევები გაუზიარეს. ამის შემდეგ, რუსუდან ჭკუასელმა, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ არბიტრთა შერჩევის კრიტერიუმები განმარტა. და ბოლოს, დავით ედილაშვილმა, GIAC-ის უფროსმა იურისტმა, აუდიტორიას საარბიტრაჟო პროცესის სხვადასხვა ეტაპები გააცნო.

სემინარი ინტერაქტიული იყო, სადაც დისკუსია საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავდა. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს არბიტრაჟის პროცედურულ საკითხებსა და  არბიტრაჟთან დაკავშირებულ ხარჯებზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები