Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
12 ივნ 2023

ნიუ-იორკის კონვენციის 65-ე წლისთავი კონფერენციით აღინიშნა

2023 წლის 9 ივნისს, საერთაშორისო არბიტრაჟის სამყაროში მნიშნელოვანი დღე აღვნიშნეთ - უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების შესახებ ნიუ-იორკის კონვენციის 65- წლისთავი, რასაც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ორგანიზებული კონფერენცია მიეძღვნა. ფორუმს, რომელიც საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ორგანიზებითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიასთან (UNCITRAL) თანამშრომლობით გაიმართა, 52 მონაწილე ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მოსამართლეები, არბიტრაჟის სფეროს ექსპერტები და წამყვანი იურიდიული ფირმების პარტნიორები.

მონაწილეებმა გაცვალეს იდეები, გამოცდილებები და წარმოადგინეს კონვენციის გამოყენებასა და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული კრიტიკული ასპექტების ანალიზი. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომლებზე მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე საქართველოში  მიმდინარეობს. ეს ცვლილებები მიზნად ისახავს არბიტრაჟის უფრო აქტიურად და ფართოდ გამოყენებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწობს სფეროს განვითარებას.

“დავები კომერციული გარიგებების გარდაუვალი ნაწილია. იმისთვის, რომ განვითარდეს სავაჭრო ურთიერთობები და გაიზარდოს ინვესტიციები, საქართველოს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს დავების ეფექტურ და სანდო გადაწყვეტას. არბიტრაჟი შეიძლება იყოს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ბიზნესი შეძლებს დავის გადაწყვეტის პროცესი თავის საჭიროებებს მოარგოს. თუმცა, კონვენციის მოქმედება დამოკიდებულია მოსამართლეთა მზადყოფნაზე, გამოიყენონ იგი „აღსრულების მომხრე სულისკვეთებით“, განაცხადა რუსუდან ტაბატაძემ,  USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა.

„ნიუ-იორკის კონვენცია არბიტრაჟის საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის ხერხემალს წარმოადგენს. UNCITRAL-ი ამ ჩარჩოს შემუშავებაში მთავარ როლს ასრულებს, რათა განახორციელოს საკუთარი მანდატი საერთაშორისო ვაჭრობის კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით. მის სამდივნოს ნიუ-იორკის კონვენციის მცველის ფუნქცია ეკისრება. აღნიშნული კონფერენცია ნიუ-იორკის კონვენციიისა და საქართველოში მისი გამოყენების შესახებ განხილვისთვის კარგი პლატფორმაა. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოდან საქმეების მიღებას, რათა მოხდეს მათი UNCITRAL-ის ბაზაში ჩასმა“, განაცხადა ჯაე სუნგ ლი, UNCITRAL-ის სამდივნოუფროსმა იურიდიულმა ოფიცერმა.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სოფიო ტყემალაძის, ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2016-2022 წლებში გამოტანილი გადაწყვეტილებების კრებული წარმოადგინეს, რაც უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებას ეხება. პრეზენტაციის მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ, უმეტეს შემთხვევაში, დააკმაყოფილა მოთხოვნა უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.

„ნიუ-იორკის კონვენციის შესაბამისად საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება საქართველოში საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მთავარი გარანტია. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო შეთანხმებების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად აღსრულების შესაძლებლობა მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორში არბიტრაჟის ხელშეწყობისთვის." - განაცხადა ჯაბა გველებიანმა, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ.             

კონფერენციაზე გაიმართა ორი პანელური დისკუსია, რომლის საშუალებითაც ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ღირებული ინფორმაცია მიიღეს ნიუ-იორკის კონვენციისა და მისი გამოყენების შესახებ როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. პანელების მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, თანამედროვე ტენდენციებზე, ასევე გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილებაზე.

ქართველი მონაწილეებისგან შემდგარ პირველ პანელზე წარმოდგენილები იყვნენ სფეროს წამყვანი ექსპერტები, მათ შორის ნიკა ღვინაძე, იურიდიული ფირმის „ღვინაძე და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, ნინო ბაქაქური, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და გიგა ბათლიძე, იურიდიული ფირმა „BLC“-ის პარტნიორი; პანელის მოდერატორი საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, რუსა ჭკუასელი იყო. პანელის მონაწილეებმა საქართველოში ნიუ-იორკის კონვენციის გამოყენების სასამართლო პრაქტიკაზე ისაუბრეს. მოსამართლე ბაქაქურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლო ეფექტურად იცავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების ვადებს. მან ხაზი გაუსვა მხარეებს შორის ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას დაჩქარებული პროცედურების უზრუნველსაყოფად.

მეორე პანელში, სახელწოდებით არბიტრაჟისადმი „მეგობრული“ გარემო, განიხილეს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ მოამზადა, ასევე რეფორმების ინიციატივები დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან. პანელის შემადგენლობაში შედიოდნენ გიორგი კეკენაძე, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საკანონმდებლო ცვლილებების სამუშაო ჯგუფის წევრი,  უფროსი იურისტი, ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები; შანტანუ მაჯუმდარი, ადვოკატი რედკლიფის პალატა, არბიტრი და მედიატორი - გაერთიანებული სამეფო და დოქტორი რაინმარ ვოლფი, გერმანიის საარბიტრაჟო ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი,  ასისტენტ-პროფესორი, მარბურგის უნივერსიტეტი. პანელს უძღვებოდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სოფიო ტყემალაძე.

გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა განიხილეს ბოლოდროინდელი რეფორმები მათ ქვეყნებში ეროვნულ საარბიტრაჟო კანონებთან დაკავშირებით. დოქტორმა ვოლფმა ხაზი გაუსვა ძირითად შემოთავაზებულ ცვლილებას, რომელიც დაუშვებს ინგლისური ენის გამოყენებას გერმანიის სასამართლოებში, როდესაც უცხოური გადაწყვეტილება ინგლისურ ენაზეა გამოტანილი. ამ ცვლილების შესაბამისად, აღარ იარსებებს გადაწყვეტილების გერმანულ ენაზე თარგმანის საჭიროება, იმისთვის, რომ იგი გერმანულმა სასამართლოებმა განიხილონ. გარდა ამისა, რეფორმის შედეგად აღარ იქნება საჭირო ბიზნესებს შორის საარბიტრაჟო შეთანხმებისას კონკრეტული ფორმების სავალდებულო გამოყენება.  გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა წარმოადგინა მისი ქვეყნის მიდგომა, სადაც ხაზი გაესვა ანტი-დისკრიმინაციულ პოზიციას. ამ მიდგომის მიხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს არბიტრების დანიშვნას რაიმე დისკრიმინაციული ელემენტებით, შეიძლება ბათილად ჩაითვალოს.

გიორგი კეკენაძემ „არბიტრაჟის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი შეაჯამა. მან ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის, უცხოური მხარეების შესაძლებლობას, უარი თქვან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლებაზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში ცნობისა და აღსრულებაზე უარის გასაჩივრების შესაძლებლობაზე. ეს ცვლილებები მიზნად ისახავს საქართველოში საარბიტრაჟო საკანონმდებლო ჩარჩოს კიდევ უფრო გაძლიერებას.Bottom of Form

*******

უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ კონვენცია, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ნიუ-იორკის კონვენცია, მიღებული იქნა გაეროს დიპლომატიური კონფერენციის მიერ 1958 წლის 10 ივნისს. იგი ძალაში 1959 წლის 7 ივნისს შევიდა. ამჟამად ნიუ-იორკის კონვენციას 172 სახელმწიფოა მიერთებული. საქართველომ არბიტრაჟის შესახებ ახალი კანონი UNCITRAL-ის მოდელური კანონის საფუძველზე 2009 წელს მიიღო. საქართველო ნიუ-იორკის კონვენციას 1994 წლის 2 ივნისს შეუერთდა. აღნიშნულ კონვენციას საქართველოს უზენაესი სასამართლო იყენებს, რომელიც პასუხისმგებელია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებასა და აღსრულებაზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები