Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 ივლ 2024

პაციენტის უფლებების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

2024 წლის 28 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა ირმა გელაშვილმა გამოუშვა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის პაციენტების უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად. წიგნის შექმნა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ (პროგრამა) დააფინანსა.

გამოშვების ღონისძიებას დაახლოებით 70-მდე მოსამართლე, ექიმი, იურისტი, პროფესორი და სტუდენტი ესწრებოდა. წიგნის პეზენტაციისას ავტორმა ისაუბრა ნამუშევრის შექმნის პროცესზე და შეხვედრის დამსწრეებს “პაციენტის უფლებების” სახელმძღვანელოს მოკლე მიმოხილვა გააცნო. აღნიშნული წიგნი ქართულ ენაზე არსებულ სამედიცინო სამართლის ლიტერატურის რიგებში ჩაეწერა, რომელიც პაციენტის უფლებების გაგებისა და დაცვისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ის მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამედიცინო სამართლის პრინციპები, ინფორმირებული თანხმობა, პაციენტის ინფორმაციული ხელშეუხებლობა (კონფიდენციალურობა), პაციენტის წინასწარ გამოვლენილი ნება, ზიანის ანაზრაურება და თანხმობის განცხადების უნარის არმქონე პაციენტთა დაცვა.  

ანა ხურციძემ, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა იურიდიული სახელმძღვანელოების კრიტიკულ მნიშვნელობას საქართველოში და აღნიშნა, რომ რესურსები პირის სამედიცინო უფლებებისა და მათი დაცვის შესახებ ძალიან მწირი და შეზღუდულია. საუბრისას მან ახსენა, რომ სახელმძღვანელოში “პაციენტის უფლებები” აღწერილია პრაქტიკასა და იურიდიულ განათლებაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები. მან ასევე დასძინა, რომ მსგავსი ყოვლისმომცველი ტექსტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იურიდიული პროფესიონალების ცოდნით აღჭურვისთვის რთულ სამედიცინო ნორმებში გასარკვევად და საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოში პაციენტის უფლებების უკეთ აღსაქმელად.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის იურიდიული განათლებისა და ადვოკატთა რეფორმის სპეციალისტმა მარიამ ვარდოსანიძემ ისაუბრა პროგრამის მხარდაჭერაზე იურიდიული განათლების მიმართ საქართველოში, ხაზი გაუსვა სახელმძღვანელოს მნიშვნელობას სამართლებრივ ლანდშაფტში და ისაუბრა ამგვარი ლიტერატურის უფრო ფართო შედეგებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პაციენტის უფლებების“ სახელმძღვანელო აუცილებელია საქართველოში პაციენტის უფლებების დასაცავად და სამედიცინო სამართლის მუდმივი განვითარებისთვის.

წიგნის ავტორმა ირმა გელაშვილმა პრეზენტაციის დამსწრეებს დეტალურად გააცნო სახელმძღვანელოს შინაარსი, რომელიც სამედიცინო სამართლის სფეროში არსებულ თითქმის ყველა კრიტიკულ თემას მოიცავს, და ისაუბრა მისი შექმნის პროცესის თანმდევ სირთულეებზე. პრეზენტაციისას ავტორმა, ასევე ახსნა ნაშრომის დანიშნულება, თუ როგორ ემსახურება სახელმძღვანელო, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, იურიდიული სტანდარტების დანერგვასა და პაციენტის უფლებების დაცვას სხვადასხვა გარემოში. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს წიგნი არ არის მხოლოდ საცნობარო სახელმძღვანელო, არამედ იგი კრიტიკული რესურსია, რომელიც გამოიყენება ჯანდაცვის სფეროში პაციენტზე ორიენტირებული სამართლებრივი სისტემის შესაქმნელად. ავტორმა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლო პრაქტიკის ზრდასთან ერთად, ასეთი სახელმძღვანელოები შეუცვლელია საქართველოში იურიდიულად ჯანსაღი და ეთიკურად პასუხისმგებელი სამედიცინო გარემოს გასაძლიერებლად.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები