Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
07 - 12 სექ, 2023

პედაგოგთა გაძლიერება: ტრენინგი მასწავლებელთათვის ადამიანის უფლებების შესახებ

სკოლის მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ, განსაკუთრებით კი ბავშვთა უფლებებზე, რათა შექმნან ინკლუზიური და პატივისცემაზე დამყარებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეთა უფლებები დაცულია, რაც ხელს უწყობს თითოეულ მათგანს გაიმყაროს ღირსებისა და თანასწორობის შეგრძნება.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, დაიწყო ტრენინგების სერია თბილისსა და ზუგდიდში, სკოლის მასწავლებლებისთვის. სესიები 7-12 სექტემბერს ჩატარდა და მასში ოთხი საჯარო სკოლის, 47 პედაგოგი მონაწილეობდა, რათა გაეუმჯობესებინათ ცოდნა ადამიანის უფლებებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ.

მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ტრენინგების სესიას უძღვებოდნენ ადამიანისა და ბავშვის უფლებების ექსპერტ/ტრენერები - დიმიტრი გეგენავა, ქეთევან ბახტაძე, თამთა თავართქილაძე და ცისია ოქროპირიძე. ძირითადი თემები იყო: ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები, ანტიდისკრიმინაციული კანონები, ბავშვთა უფლებების დაცვა და პერსონალური მონაცემების დაცვა.

მასწავლებლებმა სესიები უაღრესად საინტერესო და პროდუქტიულად მიიჩნიეს. მათი აზრით, მიღებული ცოდნა ფასდაუდებელი იქნება პროფესიული როლის განხორციელების დროს. 

„ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა ღირებული იქნება არა მხოლოდ ჩემს პროფესიულ საქმიანობისთვის, არამედ იმიტომაც, რომ მჯერა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს კანონებისა და უფლებების ფუნდამენტური გაგება“, აღნიშნა ტრენინგზე დამსწრე მასწავლებელმა, სტელა მარტიროსიანმა.

მასწავლებელთა ჩართულობის ხარისხის მაქსიმიზაციისთვის, ინტერაქტიული სესიების სახით ტრენინგზე შემოთავაზებული იყო მრავალი სხვადასხვა სავარჯიშო. დამსწრეებმა შესავალი ნაწილისა და მონაცემების დაცვის განხილვის დროს მონაწილეობა მიიღეს სავარჯიშოებში "ჭეშმარიტია/მცდარია", ჩაერთნენ ჯგუფურ სავარჯიშოებში, რომლებიც ფოკუსირებულია ბავშვთა უფლებებზე და განიხილეს დისკრიმინაციის ოთხი შემთხვევა, რამაც ფართო დისკუსიის საშუალება მისცა.

ტრენინგის მონაწილემ, მირანდა ჩუხუამ, აღნიშნა: „მიღებული ცოდნა საშუალებას მაძლევს უფრო თავდაჯერებულად დავიცვა საკუთარი თავი და სამართლიანად გამოვექომაგო სხვისი უფლებების დაცვას."  

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები