Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
13 ნოე 2023

პრაქტიკოსი მედიატორები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

2023 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების რიგით მეხუთე შეხვედრას უმასპინძლა. მასში თბილისისა და ბათუმის წარმომადგენელი 16 მედიატორი მონაწილეობდა.  

შეხვედრას მოდერირებას უწევდნენ თამარ იმნაიშვილი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ირაკლი ადეიშვილი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, სადაც გამოცდილმა მედიატორებმა ასოციაციის ახალ წევრებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: მედიაციის პროცესში მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებული გამოწვევები; ადვოკატის როლი და გავლენა მედიაციის პროცესზე; მედიაციის პროცესის მხარეებთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობა; სავალდებულო სესიების ჩატარების საკითხი სასამართლო მედიაციის დროს; მხარის გამოუცხადებლობა მედიაციის სესიაზე; არასრულწლოვნების საქმეებში ფსიქოლოგის ჩართულობის საკითხი  - მედიატორის დისკრეცია; მედიატორის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის საკითხი; და კომერციული მედიაცია.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება იმ სამედიაციო საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ პრაქტიკაში გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. მათ კოლეგებისგან მიიღეს რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება და მათი გადაჭრა, რაც მსგავსი სიტუაციების დროს უფრო ეფექტურად მოქმედების სტრატეგიების გაზიარების გზით განხორციელდა. მონაწილეებმა ერთანეთს ასევე გაუზიარეს წარმატების მაგალითები საკუთარი პრაქტიკიდან. შეხვედრა მედიატორებს საუკეთესო პრაქტიკისა და მედიაციის სფეროში არსებული პროცესების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარათ.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მსგავს შეხვედრებს რეგულარულად მართავს, რაც ხელს უწყობს მედიატორებს შორის ერთიანობის განმტკიცებას. კოლეგებთან ურთიერთობა და ახალი კავშირების დამყარება ისეთ მხარდამჭერ ქსელს ქმნის, სადაც მედიატორებს კოლეგებისგან რჩევებისა და სხვა სახის დახმარების მიღება შეუძლიათ.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები