Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
27 ივნ 2023

პროგრამა მხარს უჭერს იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის განახლებას

2023 წლის 27 ივნისს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელისთვის. შეხვედრის მიზანი იყო მხარი დაეჭირა ქსელის აღორძინებისათვის, რომლის ფუნქციონირებაზე ნაწილობრივ კოვიდ პანდემიამ იქონია გავლენა. ქსელის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს წევრ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას და საქმეების რეფერირებას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობას მოსახლეობისთვის.

მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს მიმართეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, და გაეროს განვითარების პროგრამის კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პროექტის მენეჯერმა ლევან ასათიანმა. USAID სამართლის უზენაესობის და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს მხარი დაუჭირონ ქსელს მომავალ ინიციატივებსა და აქტივობებში.

,,იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელი აქტიურად შეუწყობს ხელს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის თანაბარ შესაძლებლობასა და წვდომას უფასო იურიდიული დახმარების სერვისებზე’’ – თქვა დავით სიმონიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქსელის დამფუძნებელი და პოტენციური წევრი ორგანიზაციები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა საუნივერსიტეტო იურიდიული კლინიკისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლები. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ქსელის განახლების მნიშვნელობას, იურიდიული დახმარების გამწევ ორგანიზაციებს შორის ეფექტური გადამისამართების სისტემის ჩამოყალიბებას მათ მანდატებსა და შესაძლებლობებზე დაყრდნობით და თანამშრომლობის სულისკვეთების გაძლიერებას.

მარიამ გაბედავამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის იურიდიული დახმარების მრჩეველმა, ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას იურიდიული კონსულტაციების საერთო მიდგომებისა და სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბებაში, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხისა და ეფექტურობის უზრუნველყოფას სერვისის ყველა მიმწოდებელთან.

საწყის ეტაპზე ქსელის საქმიანობა ფოკუსირებული იქნება ქსელის არსებული დებულების გადახედვაზე/გადამუშავებაზე, რათა ხელი შეეწყოს მის განახლებას და ფუნქციონირებას. პროგრამა გააგრძელებს იურიდიული დახმარების სამსახურისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუდმივ მხარდაჭერას იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის აღორძინებისა და გაძლიერების მიზნით.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები