Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 ოქტ 2023

საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის მენტორი ინგრიდ ჰესი ახალციხეში საქმიანობას შეუდგა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მუშაობს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერებაზე ყველა ადამიანისთვის საქართველოში. პროგრამა უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების სამსახურისთვის მუდმივ მხარდაჭერას, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების მოწვევითა და რიგი ტექნიკური დახმარების გაწევით.

ინგრიდ ჰესი, საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის მეორე მენტორი, საქმიანობას ახალციხეში 2023 წლის ოქტომბერში შეუდგა. ინგრიდ ჰესი ფონდის პირველი მენტორის, ქეით კონიერსის მსგავსად იმუშავებს იურიდიული დახმარების სამსახურთან. ქეით კონიერსი  საქართველოში გაზაფხულის პერიოდში იმყოფებოდა და სამი თვის განმავლობაში მუშაობდა სამსახურის ქუთაისის ბიუროში და დასავლეთ საქართველოში.

ინგრიდ ჰესი სამ თვეს დაჰყოფს ახალციხეში და იმუშავებს იურიდიული დახმარების სამსახურის ახალციხის ბიუროსთან. იგი მენტორობას გაუწევს და გაუზიარებს მის მრავალწლიან გამოცდილებას სამსახურის იურისტებს. ახალციხეში გამგზავრებამდე, 4 ოქტომბერს იგი შეხვდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, დავით სიმონიას და დირექტორის მოადგილეს, მიხეილ ხურციძეს სამომავლო თანამშრომლობის მოლოდინების განსახილველად.

9 ოქტომბერს, ინგრიდ ჰესი, საქართველოში ფონდის პროგრამის დირექტორ ალან დალთან ერთად შეხვდა ამერიკელ მოსამართლე თიმ ბალანდს, რომელიც სამოსამართლეო გამოცდილების გაზიარების მისიით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალციხეში იმყოფებოდა. შეხვედრისას, მოსამართლე ბალანდმა გამოცდილებაზე დაყრდნობით მისი დაკვირვებები გაუზიარა. იმავე დღეს, ინგრიდ ჰესი და ალან დალი ეწვივნენ სამსახურის ახალციხის ბიუროს და ბიუროს უფროსს დავით ზარიძეს და იურისტებს შეხვდნენ. ვიზიტით ხაზი გაესვა ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მათ მზაობას.  

„ჩემთვის დიდი პატივია ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროში იურისტებთან სამუშაოდ მიწვევა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით შემიძლია მხარი დავუჭირო იურისტებს და ინფორმაციის გაცვლა საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს იურიდიული დახმარების სერვისით მოსარგებლე ადამიანებს“ – ამბობს ინგრიდ ჰესი.

ინგრიდ ჰესს 25 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მხრივ. მისი მრავალფეროვანი გამოცდილება მოიცავს სამოქალაქო სამართალს, ბავშვთა დაცვის საკითხებს, კანადის მკვიდრი მოსახლეობისთვის რეპარაციის მიღების და ადამიანის უფლებების კუთხით საჩივრებს.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები