Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
23 მარ 2023

საერთაშორისო ფორუმი -კარიერა და მრავალფეროვნება არბიტრაჯში

უცხოური ინვესტიციებისა და საერთაშორისო გარიგებების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება საერთაშორისო დავებში გამოცდილი იურისტების საჭიროება. ქართველმა სტუდენტებმა და იურისტებმა საერთაშორისო კარიერის კუთხით დიდი ინტერესი გამოავლინეს და შესაბამისად, სფეროში წარმატებული პრაქტიკოსების მხრიდან ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების სერიოზული საჭიროება არსებობს.

2023 წლის 23 მარტს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ, არბიტრაჟში ქალების როლის გაზრდაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია ArbitralWomen-თან ერთად საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა.

კარიერა და მრავალფეროვნება არბიტრაჟში - საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, გლობალური დავების მოგვარებაში გამოცდილების მქონე წამყვანმა ქალმა იურისტებმა და ArbitralWomen-ის საბჭოს წევრებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას. პანელური დისკუსიის ფორმატში, გამომსვლელებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რაც საერთაშორისო არბიტრაჟში წარმატების მიღწევას უკავშირდება.

დაახლოებით ორმოცდაათმა მონაწილემ მიიღო ინფორმაცია საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის სფეროში პროფესიული კარიერის განვითარების შესახებ, ასევე დავების მოგვარების მიმართულებით საქართველოსა და მსოფლიოში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების უზრუნველყოფის კუთხით არსებულ ტენდენციებზე.

„მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, ნებისმიერ პროფესიულ წამოწყებაში, წარმატების საწინდარია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გლობალური იურიდიული საზოგადოების ძალისხმევით, არბიტრაჟში     მრავალფეროვნების აუცილებლობა აქტიური განხილვის თემაა, თუმცა, სასურველ შედეგამდე კვლავ დიდი გზაა გასავლელი. მარტი ქალთა ისტორიის თვეა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ArbitralWomen-თან ერთად, ჩავატაროთ პირველი საერთაშორისო ფორუმი საქართველოში.“ - განაცხადა მისალმებისას ჯაბა გველებიანმა, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ. 

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მრჩეველმა ADR-ის საკითხებში, სოფო ტყემალაძემ ხაზი გაუსვა საზოგადოებაში არბიტრაჟის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას და იურისტების წახალისებას, რომ ამ სფეროში ისინი (და განსაკუთრებით, ქალები, რომლებიც დამატებითი გამოწვევების წინაშე შესაძლოა აღმოჩნდნენ) უფრო აქტიურად ჩაერთონ. „საერთაშორისო კომერციული დავების გადაწყვეტის უპირატესი მეთოდი არბიტრაჟია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ამ სფეროში იურისტების შესაძლებლობები, ასევე დავეხმაროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია იმ იურისტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთო საერთაშორისო არბიტრაჟში, არსებულ მიდგომებზე, უნარებსა და ქმედებებზე“, განაცხადა მან.

ფორუმის სპიკერები იყვნენ მრინალინი სინხი - დირექტორი, Plesner (შვედეთი/სინგაპური); რუსა გერგაული, პარტნიორი, Fortior Law (საქართველო/შვეიცარია); ოზგეჯან კორკმაზი - უფროსი იურისტი, Kabine Law Office (თურქეთი); ალისია ზიელინსკა - მრჩეველი, Queritius (გერმანია); ნატა ღიბრაძე, მრჩეველი, Hogan Lovells (გერმანია/საქართველო); და რუსა ჭკუასელი - პარტნიორი, BLC (საქართველო).

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები