Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
06 - 10 სექ, 2023

საზაფხულო სკოლა გამოხატვის თავისუფლებაზე: ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა

6-10 სექტემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან (CCG) პარტნიორობით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, უმასპინძლა 2023 წლის საზაფხულო სკოლას თემაზე: გამოხატვის თავისუფლება - ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა“.

საზაფხულო სკოლა ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა და მასში რვა სხვადასხვა უნივერსიტეტის ენთუზიაზმით აღსავსე 20 სტუდენტი (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან-საბას უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) მონაწილეობდა.

სკოლის გახსნით ნაწილში ცერემონიალზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მანანა კობახიძემ; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, რევაზ ხოფერიამ; და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის რეგიონული ჰაბის იურისტმა, ირინა ხახუტაიშვილმა.

მოსამართლე კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე თანამშრომლობას მრავალ უმაღლეს სასწავლებლებთან, რომელიც  საზაფხულო სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების მეშვეობით ხორციელდება. ეს ძალისხმევა მიმართულია კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში სპეციალიზებული ახალგაზრდა იურისტებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული გამოცდილების გამდიდრებაზე. მას სწამს, რომ სკოლის სესიები უზრუნველჰყოფს პლატფორმის ხელმისაწვდომობას დისკუსიების ჩასატარებლად, და შესაძლებლობას მონაწილეები გაეცნონ ფასდაუდებელ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას ისეთ უაღრესად აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება.

დეკანმა ხოფერიამ ხაზი გაუსვა მტკიცე თეორიული ცოდნის შეძენის მნიშვნელობას შედარებითი სამართლებრივი ანალიზით იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით.

სკოლაში მონაწილეობამ სტუდენტები ღირებული ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვა, რაც მათ საშუალებას აძლევს გაიაზრონ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული სირთულეები, იპოვონ  არსებულ გამოწვევებთან გამკლავების სტრატეგიები და მოხდეს მათი კარიერული განვითარება.

„განათლებაში ინვესტირებით, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ზრუნავს სამართლის პროფესიონალების მომავალ თაობაზე. ჩვენი დღევანდელი წვლილი მათ გზას უხსნის ნათელი მომავლისკენ, სადაც კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები უფრო ეფექტურად იქნება დაცული, რაც საბოლოოდ უფრო ძლიერი და სამართლიანი საზოგადოების საწინდარია.“ - განუცხადა სტუდენტებს ირინა ხახუტაიშვილმა.

ტრენინგებს უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა ექსპერტები, მათ შორის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ბურჯანაძე; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი ბერაია; და ედუარდ მარიკაშვილი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

აღნიშნულმა მომხსენებლებმა ისაუბრეს გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა ასპექტებზე, მათ შორის მის გავლენაზე ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე, გამოხატვის თავისუფლებისა და რელიგიის თავისუფლების კვეთაზე, ონლაინ სივრცეში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სტანდარტებზე, ცილისწამების რეგულირების საერთაშორისო მოდელებზე, SLAPP-ის (სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) კონცეფციაზე, და მის გავლენაზე გამოხატვის თავისუფლებაზე, ისევე როგორც SLAPP-ის საწინააღმდეგო ინიციატივებზე ევროპასა და აშშ-ში.

„საზაფხულო სკოლაში მონაწილეობით ჩვენ, როგორც სტუდენტებს, გვეძლევა შესაძლებლობა შევიძინოთ მდიდარი ცოდნა მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირებისგან. სკოლის მსვლელობისას მომხსენებლებისგან მოვისმინე შეხედულებები სხვადასხვა ეფექტურ მექანიზმზე, დავინახე საკითხის ახლებური პერსპექტივა, გავეცანი სხვადასხვა სტანდარტს, პრაქტიკას და არსებულ გამოწვევებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია გამოხატვის თავისუფლებასთან.“ - განაცხადა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტმა, თამარ ტყეშელაშვილმა.

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი თორნიკე მიგინეიშვილი თვლის, რომ მსგავსი სკოლების არსებობა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების ანალიზი საუკეთესო გზაა პროფესიული განვითარებისა და ზრდისთვის. „რამდენიმედღიანი ტრენინის განმავლობაში სპეციალისტების მიერ გაზიარებული ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული მუშაობა მომცემს შანსს მომავალში მეტი წვლილი შევიტანო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.“ - აღნიშნა მან.

საზაფხულო სკოლის დასკვნითი დღე იმიტირებულ სასამართლო პროცესს დაეთმო, რამაც საშუალება მისცა სტუდენტებს გაემყარებინათ ცოდნა წინა დღეებში განხილული თემების შესახებ. სტუდენტებს გადაეცათ ტრენერებთან თანამშრომლობით შემუშავებული საქმეები, ხოლო შემდეგ ისინი ექვს გუნდად დაიყვნენ, და დაევალათ წარმოედგინათ როგორც განმცხადებლების, ისე რესპონდენტების პოზიციები იმიტირებული სასამართლო პროცესების დროს. სამ იმიტირებულ სასამართლო სხდომას ხელმძღვანელობდნენ საზაფხულო სკოლის მომხსენებლები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები