Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 - 11 აპრ, 2024

საზოგადოებების ცნობიერების ამაღლება იმიტირებული სასამართლო პროცესების და უფლებებზე ცოდნის გაღრმავების გზით

2024 წლის 10-11 აპრილს, აჭარის და იმერეთის სტუდენტმა-პარალეგალებმა სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ჩაატარეს სხვადასხვა აქტივობა, რომელსაც 140-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე ესწრებოდა. სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ეს აქტივობები განხორციელდა “ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

10 აპრილს, სტუდენტი-პარალეგალები იმერეთის რეგიონიდან ეწვივნენ ქუთაისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სკოლა „იმედს“  და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ბავშვთა უფლებებზე, ბულინგის ფორმებსა და ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.  

მოსწავლეებს სიტყვით მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ და განმარტა სამსახურის მანდატი და იურიდიული დახმარების გაწევის პირობები ადგილობრივი მოქალაქეებისთვის. იმავე დღეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანთა შრომით უფლებებზე იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები ასრულებდნენ სამოქალაქო საქმეში სპეციალურ ნაფიც მსაჯულთა როლს.

იმიტირებული სასამართლო პროცესის საქმის მასალები საგულდაგულოდ იყო მომზადებული, რათა ნაფიც მსაჯულებს საშუალება მიეცეთ იმსჯელონ ბავშვთა შრომის უფლებებთან დაკავშირებულ რეალურ საკითხებთან დაკავშირებით და უფრო კარგად გაიაზრონ საკითხი სამართლებრივი შეფასებების გზით. ამ თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლის მოსწავლეებს შორის.

11 აპრილს სტუდენტი-პარალეგალები აჭარიდან ქ-ნ ნოზაძესთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე ნოსირის (სოფლის) საჯარო სკოლას ესტუმრნენ და ისაუბრეს იურიდიული დახმარების სამსახური მისია და ფუნქციაზე. ასევე სტუდენტებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებებზე, მათ შორის ჯანმრთელობასთან, განათლებასთან, ოჯახურ ცხოვრებასთან, თამაშთან და შეურაცხყოფისა და ზიანისგან დაცვასთან დაკავშირებულ უფლებებზე. მათ ასევე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა ადრეული ქორწინება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.

იმავე დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართა სენაკის რაიონულ სასამართლოში, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუდენტი-პარალეგალები აჭარიდან, რომლებიც ამ საქმეში მოწინააღმდეგე მხარეების როლებს ასრულებდნენ. სამოქალაქო საქმეზე ნაფიც მსაჯულებად მოწვეულნი იყვნენ სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები. იმიტირებულმა სასამართლო პროცესი არასრულწლოვნის შრომით უფლებებს ეხებოდა, კონკრეტულად კი  მის გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდა ზეგანაკვეთურ საათებში და ასრულებდა მისი ასაკის შეუფერებელ დავალებებს სუპერმარკეტში.

სტუდენტებს მიესალმა სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე და მოკლედ განმარტა მოსამართლის როლი საქმეებზე განაჩენის გამოტანის პროცესში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი აქტივობები მონაწილეებს საშუალებას აძლევს მოირგონ სხვადასხვა როლი, როგორიცაა ადვოკატი, მოწმე და სხვა, რაც ხელს უწყობს სასამართლო პროცედურების უკეთეს გაგებას.

სტუდენტები აჭარიდან და იმერეთიდან, იურიდიული დახმარების სამსახურის და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მაისსა და ივნისში გააგრძელებენ მობილურ ვიზიტების და იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზებას დასავლეთ საქართველოში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები