Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
20 ივნ 2023

საზოგადოების ინფორმირება სასამართლოს ხელმისაწვდომობის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობის შესახებ.

2023 წლის 19 ივნისს, პრევენცია პროგრესისთვის (PFP) და სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრმა (CEAC) მარნეულის თემის თვრამეტ წარმომადგენელთან და ორ სამოქალაქო აქტივისტთან სასამართლოს ხელმისაწვდომობის შესახებ შეხვედრა გამართეს.

PFP-ისა და CEAC-ის ექსპერტებმა და მოხალისეებმა მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი უფლებების, სარჩელის ფორმების, უფასო იურიდიული დახმარებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც მოქალაქეები შეიძლება აწყდებოდნენ სასამართლოსთვის მიმართვისას.

მონაწილეთა მიერ გამოვლენილ პრობლემებს შორის იყო თარჯიმნების არაკომპეტენტურობა, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სასჯელების  არაპროპორციულობა და უფასო იურიდიული დახმარების საჭიროება. დამსწრეთა აზრით,   სასამართლო სისტემაში არსებობს ინფორმაციის კონფინდენციალურობის დაცვის პრობლემაც. 

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს დაურიგდათ გზამკვლევი ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც აერთიანებს მოკლე ინფორმაციას სასამართლოსთან დაკავშირებულ  საკითხებზე. შეხვედრა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მომუშავე ადგილობრივმა მედიებმა, რადიო მარნეულმა და interpress.ge-მ გააშუქეს.

მედიასთან კომუნიკაციისას CEAC-ის წარმომადგენელმა, რაშან ზიადალიევმა აღნიშნა: “ამ შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს სასამართლო სისტემა, რა პროცესების გავლაა საჭირო სასამართლოში პროცესის დაწყებისთვის და რა პროცესები მიმდინარეობს სასამართლოში მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, ვისაუბრეთ თუ რამდენად ხელმისაწვდომია სასამართლო  მოქალაქეებისთვის". 

პროექტის ფარგლებში, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობის შესახებ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობების ცნობიერების ამაღლების მიზნით, კიდევ შვიდი შეხვედრა გაიმართება როგორც რეგიონულ ცენტრებში, ასევე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები