Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
17 თებ 2023

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მედიაციის შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, იწყებს მედიაციისა და მისი უპირატესობების გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის.

2023 წლის 17 თებერვალს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ცნობიერების ამაღლების კამპანია რუსთავიდან დაიწყო.

ღონისძიებას, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისში გაიმართა, მასწავლებლები, ადვოკატები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დისკუსიას ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, სოფო ტყემალაძე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR მრჩეველი და  ლიანა ჩარკვიანი, რუსთავში მოღვაწე მედიატორი უძღვებოდნენ. ოცდაათმა ადგილობრივმა და მედიაციით პოტენციურმა მოსარგებლემ მოისმინა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს მედიაცია, რა დადებითი მხარეები გააჩნია მას, რა ტიპის დავებისათვის გამოიყენება იგი, რა სახის ხარჯები უკავშირდება მედიაციის პროცესს და როგორ უნდა მოხდეს მედიატორის ჩართულობა. შეხვედრისას მოხდა მედიაციით გზით განხორციელებული საქმეების კონკრეტული მაგალითების გაზიარება, ასევე განიხილეს, თუ რა დატვირთვით მუშაობენ სასამართლო მედიაციის ცენტრები და როგორია მორიგების სტატისტიკა.  

დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა დავის მოგვარების ეს საშუალება. შეხვედრის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ, რამდენად ხელმისაწვდომია ადგილობრივი მედიატორები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვინ არიან ისინი და როგორ შეიძლება გახდე მედიატორი. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარ ბენეფიციარებთან მსგავსი შეხვედრების გამართვის ინტერესი გამოხატეს. შემდეგი ასეთი შეხვედრა ქუთაისში 2023 წლის მარტში გაიმართება.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები