Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 თებ 2024

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მონიტორინგის მე-17 ანგარიში წარადგინა

2024 წლის 31 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით,  სისხლის სამართლის პროცესის მონიტორინგის მე-17 ანგარიში წარადგინა. ანგარიში მოიცავს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივლისამდე პერიოდს. საიას დამკვირვებლები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სასამართლოებში 844 სასამართლო სხდომას დაესწრნენ.

ღონისძიება საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ გახსნა და მონიტორინგის მიზნებს გაუსვა ხაზი: „ჩვენი მრავალწლიანი მონიტორინგის მიზანია, ხელი შევუწყოთ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაუმჯობესებას საქართველოში. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეფექტიანი და დამოუკიდებელი სასამართლო.“

საიას ანალიტიკოსმა, თამარ ბოჭორიშვილმა ანგარიშის დასკვნები სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის, პროკურატურის, საერთაშორისო მისიებისა და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების 40-მდე წარმომადგენელს წარუდგინა.

საიას მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება კვლავ პრობლემურია. სასამართლო აგრძელებს მხოლოდ ორი სახის ღონისძიების - გირაოსა და პატიმრობის გამოყენებას. საიას მიერ დაკვირვებული სხდომების 63%-ში სასამართლომ პირს გირაო შეუფარდა, 36%-ში კი პატიმრობა. განსაკუთრებით საყურადრებოა ის ფაქტი, რომ სასამართლო ხშირად, დასაბუთების გარეშე იყენებს აღნიშნულ ზომებს. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ბრალდებულის მიმართ გამოყენებული გირაოს შემთხვევების 43% იყო დაუსაბუთებელი.

საია-ს დასკვნით, პროლემურია სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებზეც. სასამართლომ 217 საპროცესო შეთანხმების სხდომიდან მხოლოდ 2 შეთანხმება არ დაამტკიცა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსამართლეები სრულყოფილად არ განმარტავენ შესაბამის უფლებებს და სათანადოდ არ იკვლევენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობას. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ოჯახში ძალადობის საქმეებზე. საიას მიერ დაკვირვებული 247 სასამართლო სხდომიდან 48 (19%) ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულს ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ძალადობა მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევებზე მეტყველებს, მონიტორინგმა აჩვენა, რომ ოჯახში დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომა უფრო ლოიალურია. მოსამართლეები ამ ტიპის დანაშაულზე, წინა წელთან შედარებით, 9%-ით ნაკლებად იყენებენ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას. გირაოს შეფარდების შემთხვევები კი 10%-ითაა გაზრდილი.

მონიტორიგნგმა აჩვენა მცირედი გაუმჯობესება საქმეთა განხილვის ვადებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეთა გაჭიანურება გამოწვევად რჩება, სხდომათა გადადების მაჩვენებელი, წინა წლის მონაცემთან შედარებით, 3%-ითაა შემცირებული.

პრეზენტაციის შემდეგ, სასამართლოს, პროკურატურის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წარმომადგენლებმა ანგარიშის ძირითადი მიგნებები განიხილეს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ იმ საკანონმდებლო შეზღუდვებზე ისაუბრა, რომელიც მოსამართლეებს სხვადასხვა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაში უშლის ხელს. გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ხატია ყანდიაშვილმა იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, გადაადგილების შეზღუდვის დაწესების შესახებ. შეხვედრის ბოლოს, GBA-ს ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ კოტე გელაშვილმა ისაუბრა კომისიის პრაქტიკაზე, რომელიც ადვოკატების მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევების პრევენციას ისახავს მიზნად.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები