Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 - 18 ნოე, 2023

საია-ს იურისტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათი უფლებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით ზუგდიდსა და თბილისში ცნობიერების ამაღლების ორი შეხვედრა გამართა სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე პირებთან.

საინფორმაციო შეხვედრები 10 ნოემბერს ზუგდიდში, 18 ნოემბერს კი თბილისში გაიმართა. საია-ს ადვოკატების ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრებს ჯამში 31 ადამიანი ესწრებოდა.

საია-ს იურისტებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს მათი საპროცესო უფლებები და კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულებები. კერძოდ, მათ განიხილეს მისაწვდომობის პრინციპი და შშმ პირებთან კომუნიკაციის ფორმები, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი პოლიციის მიერ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას. შეხვედრები ინტერაქტიული იყო და მონაწილეებმა მათ უფლებებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვეს.

აღნიშნული შეხვედრები გაიმართა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - სტრატეგიული სამართალწარმოება მოწყვლადი ჯგუფებისთვის - ფარგლებში.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები