Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
31 ოქტ 2023

საიამ 2023 წლის მარტის საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ანგარიში წარადგინა

2023 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) წარადგინა ანგარიში, რომლითაც ორგანიზაციამ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების დაშლასთან დაკავშირებული ფაქტები შეაფასა. საპროტესტო აქციები გაიმართა კანონის წინააღმდეგ, რომელიც ზღუდავდა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას და რომელსაც „უცხოური აგენტების“ კანონპროექტადაც მოიხსენიებენ. ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

თავის გახსნით სიტყვაში საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ხაზი გაუსვა საიას 29-წლიან გამოცდილებას სამოქალაქო პროტესტის დროს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების აღსრულების მონიტორინგისა და სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციური და საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასების პროცესში. ნონა ქურდოვანიძემ ისაუბრა ადამიანის უფლებების იმ დარღვევების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდა მარტის საპროტესტო აქციების დროს და მის შემდეგ. საიას თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მომიტინგეების უფლებების დასაცავად ადგილობრივ  და საერთაშორისო სასამართლოებში ორგანიზაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლზე სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

გიორგი ჩხეიძის თქმით, „პროგრამა მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მართლმსაჯულების სექტორის მუშაობის მონიტორინგში არიან ჩართულები. გარდა ამისა, პროგრამა თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთან არსებითი ცვლილებების განსახორციელებლად. საია საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველი ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაციაა. ის მნიშვნელოვანი როლს ასრულებს მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ზედამხედველობისა და სამართლებრივი რეფორმების ადვოკატირების პროცესში“.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადებულ საიას ანგარიშში გაანალიზებულია 46 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. კვლევის პროცესში ორგანიზაციამ ჩაატარა 18 ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ დაზარალებულებთან, ადვოკატებთან და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთან, განახორციელა საპროტესტო აქციების მედია მონიტორინგი და გააანალიზა სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაცია.

ანგარიშის თანახმად, „სამართალდამცავი ორგანოების მიერ 7-9 მარტის აქციების დაშლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. კერძოდ, არაერთგზის დაირღვა აქციის მონაწილეების შეკრებისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება ლეგიტიმური მიზეზის გარეშე. რიგ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა, მათ შორის, არ გამოიყენა აქციის ორგანიზატორებთან ან მონაწილეებთან მოლაპარაკების რესურსი, რათა შეემცირებინა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შეეძლოთ ლოკალური ხასიათის სამართალდარღვევებზე რეაგირება მთლიანი აქციის მიმდინარეობაზე ასებითი გავლენის მოხდენის გარეშე. კონკრეტული ინციდენტების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო ინდივიდუალური მიდგომებით. აქციებზე ადგილი ჰქონდა, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს.“

ანგარიში ასკვნის, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება შეიზღუდა ადმინისტრაციული დაკავებების გამოყენებით. 7-9 მარტის აქციების დაშლამ ისევ გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მის შესაბამისად წარმოებული დაკავებები და სასამართლო პრაქტიკა ინსტრუმენტია სამოქალაქო უფლებების განხორციელების სივრცის შესაზღუდად.“

ღონისძიებას ოცდახუთი ადამიანი დაესწრო, მათ შორის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის ოფისისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საიამ ანგარიში პრეზენტაციამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუზიარა. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები