Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
11 ივლ 2024

საიას მონიტორინგის ანგარიში საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს უსვამს ხაზს

2024 წლის 9 ივლისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მე-12 ანგარიში წარადგინა. საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას 2012 წლიდან აკვირდება. ანგარიში საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ,  დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, ნანუკა ყრუაშვილმა და საიას ანალიტიკოსმა, ნინო ნოზაძემ წარადგინეს. პრესკონფერენციას ონლაინ და სატელევიზიო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანგარიში, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს საქართველოს სასამართლო სისტემის სხვადასხვა საკითხსა და არსებულ სირთულეებს მოიცავს. ანგარიშში ხაზგასმული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ე.წ. კლანური მმართველობაა“. ორწლიანი დაგვიანებით, პარლამენტმა არამოსამართლე წევრებად ისეთ კანდიდატებს დაუჭირა მხარი, რომ ამან, პლურალიზმის ნაცვლად, გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებას შეუწყო ხელი. შესაბამისად საბჭოს სხდომები დებატების და განსხვავებული აზრის გარეშე მიმდინარეობს, რაც დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესის ნაკლებობაში გამოიხატება.

ანგარიში ასევე ეხება ევროკომისიის რეკომენდაციას მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმის შესახებ. ხაზგასმულია, რომ შემუშავებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება ზედაპირული ხასიათის იყო და სისტემაში არსებული რეალური გამოწვევების მოგვარებას არ ემსახურებოდა.

ანგარიშში ასახული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საქმეთა გაჭიანურებასა და მოსამართლეების ვაკანსიებს ეხება. 2023 წელს იუსტიციის საბჭომ არ გამოაცხადა მოსამართლეთა კონკურსი პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, მიუხედავად ამის საჭიროებისა. სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინებაზე და მათ გადანაწილებაზე კოლეგია/პალატებში სრული კონტროლი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს. ეს უფლებამოსილება სისტემის გასაკონტროლებლად მთავარი ბერკეტია მის ხელში, რაც, თავის მხრივ, რეფორმებსა და სიტუაციის გაუმჯობესებას აბრკოლებს.

კვლავ პრობლემად რჩება საბჭოში ე.წ. თავმჯდომარეების კვოტის არსებობა. საანგარიშო პერიოდში საბჭოს არჩეული წევრებიდან ნახევარი იმავდროულად კოლეგია/პალატის თავმჯდომარეობას ითავსებდა. აღნიშნული სასამართლო სისტემაზე გავლენის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამასთან, დღემდე ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოება. საჩივრების სიმრავლის მიუხედავად, რომელთა უმეტესობაც გაჭიანურებულ მართლმსაჯულებას ეხება, საანგარიშო პერიოდში იუსტიციის საბჭომ მხოლოდ ერთი სადისციპლინო სხდომა ჩაატარა. დისციპლინური სამართალწარმოების არაეფექტიანობა ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლის ბერკეტია, რაც მათ დამოუკიდებლობას უშლის ხელს.

ანგარიში ასევე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით მკვეთრ გაუარესებას უსვამს ხაზს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა. საია-ს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, 2023 წელს საჯარო ინფორმაციის მისაღებად გაგზავნილ 8 წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. გამჭვირვალობის ნაკლებობა მართლმსაჯულების სისტემის ანგარიშვალდებულებას კიდევ უფრო მეტად აზიანებს.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები