Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
26 იან 2024

საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლების ფორუმი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლებაზე ფოკუსირებულ პირველი ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზება შესაძლებელი გახდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით.

ფორუმის უპირველესი მიზანი იყო საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოებას შორის დიალოგის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს სწავლების მეთოდოლოგიისა და ერთიანი პრაქტიკის შემუშავებას, რომელიც დაინერგება საქართველოს ყველა უნივერსიტეტის მიერ, რათა სტუდენტებს მიაწოდოს საკოონსტიტუციო სამართლის პრაქტიკის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ღონისძიებაში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების 40-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ფორუმი გაიხსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის, გიორგი ჩხეიძისა და საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის პროექტის უფროსი ოფიცრის, გიორგი გიორგაძის მისალმებით.

ფორუმის სესიებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები უძღვებოდნენ. მათ შორის იყვნენ მოსამართლეები გიორგი თევდორაშვილი, მანანა კობახიძე და გიორგი ტუღუში. პირველ სესიაზე უნივერსიტეტებს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ცალკეულ გამოწვევებზე, რომელიც მათ წინაშეა საკონსტიტუციო სამართლისა და პრაქტიკის სწავლების პროცესში. მომდევნო სესიის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმაც გაიზიარეს თავიანთი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლება სამართლის სკოლებში. მათ გამოკვეთეს ზოგიერთი აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომლებიც სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში აქტიურად ჩართვისათვის, როგორც ადვოკატის, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტის როლში.

პროგრამა იმედოვნებს, რომ ეს ფორუმი გახდება ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც უმასპინძლებენ უნივერსიტეტები, რაც ხელს შეუწყობს კონსტიტუციური სამართალწარმოების სწავლების მუდმივ გაუმჯობესებას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები