Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
26 ოქტ 2022

საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრა სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე საქართველოში: გამოწვევები და ბარიერები

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს სახალხო დამცველის აპარატსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერებაში სტრატეგიული სამართალწარმოების გზით.

ამ მიზნით, 2022 წლის 26 ოქტომბერს, პროგრამამ მოაწყო საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრა საქართველოში სტრატეგიული სამართალწარმოების გამოწვევებზე და ბარიერებზე. შეხვედრის მიზანი იყო სახალხო დამცველის აპარატის წევრებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკრება, ერთმანეთთან კოორდინირებული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. 

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დონორ ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით. თანამშრომლობა მოიცავს ექსპერტულ ჩართულობას, სარჩელის მომზადებასა და მის წარდგენას. ჩემი დიდი სურვილია, რომ არსებული ურთიერთანამშრომლობის მემკვიდრეობა დარჩეს მომავალ სახალხო დამცველს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს“. - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თავის მისასალმებელ სიტყვაში.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით არის USAID სამართლის  უზენაესობის პროგრამის მთავარი პრიორიტეტი და ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის მნიშვნელოვანი სამუშაოს დამსახურება.

„სიამაყით აღვნიშნავ, რომ USAID სამართლის უზენაესობის წინა წლებში განხორციელებული პროგრამის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციების სტრატეგიულმა სამართალწარმოებამ შექმნა 45-ზე მეტი სამართლებრივი პრეცედენტი. მოხარული ვართ, რომ ეს პროცესი გრძელდება USAID სამართლის უზენაესობის ამჟამინდელი პროგრამის ფარგლებშიც. აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში ჩვენს პრიორიტეტად კვლავ რჩება ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საქმეები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები, ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტების უფლებები.“ - აღნიშნა გიორგი ჩხეიძემ.

დისკუსიის თემები მოიცავდა სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმდინარე და მომავალ სტრატეგიულ სამართალწარმოების საქმეებს თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებზე, ღირსების უფლებაზე, თანასწორუფლებიანობაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და სოციალურ და პოლიტიკურ უფლებებზე.
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, შეხვედრაზე დამსწრეებს გაუზიარა სახალხო დამცველის გამოცდილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოებისა და სასამართლოს მეგობრის მოსაზრების (amicus curiae)  წარდგენის თაობაზე და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა ორმოცდასამი საქმე და რვა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

სახალხო დამცველის აპარატის სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს ხელმძღვანელმა მიხეილ შარაშიძემ წარმოადგინა სახალხო დამცველის აპარატის 2022-2023 წლების სტრატეგიული სამართალწარმოების გეგმა, რომელიც ძირითადად თავისუფლებისა და უსაფრთხოების, ღირსების უფლებას, თანასწორობის უფლებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს და სოციალურ და პოლიტიკურ უფლებებს მოიცავს. 

დისკუსიისას, რომელსაც მოდერაციას უწევდნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის  მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მრჩეველი - ეკა ბოკუჩავა და იურიდიული დახმარების მრჩეველი - მარიამ გაბედავა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განიხილეს მათ მიერ საერთო სასამართლოებში, საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო სასამართლოების წინაშე წარდგენილი სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეები.  ნონა ქურდოვანიძემ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან (GYLA) და ედუარდ მარიკაშვილმა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან (GDI) განიხილეს თავიანთი ორგანიზაციების საქმეები თავისუფლებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით; GYLA-ს წარმომადგენელმა, ვასილ ჟიჟიაშვილმა და სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან (SJC) თამარ სამხარაძემ განიხილეს თავიანთი ორგანიზაციების საქმეები თანასწორობის უფლების შესახებ; ხოლო ანა თავხელიძემ განიხილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ საქმეები შშმ პირთა უფლებების შესახებ.

დისკუსიამ გამოავლინა ის სფეროები, სადაც მეტი კოორდინირებული მუშაობა და რესურსების მობილიზებაა საჭირო. მონაწილეებმა გამოავლინეს რამდენიმე სისტემური პრობლემა და შეთანხმდნენ, გააერთიანონ ძალები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა იმ პირთათვის, რომლებიც იძულებითი მკურნალობის ქვეშ არიან, და საპენსიო დებულებების არათანაბარი და არაკონსტიტუციური რეგულირება. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს დაუჭერს ამგვარ თანამშრომლობას, რათა ყველასათვის გააუმჯობესოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები