Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
14 - 15 ივნ, 2023

იურიდიული ეთიკის ყოველწლიური კონფერენცია

2023 წლის 14-15 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მე-6 ყოველწლიური კონფერენცია - იურიდიული ეთიკის საკითხებში - ქალაქ ბათუმში ჩაატარა.

კონფერენცია ემსახურებოდა მიზანს მიეცათ საშუალება ექსპერტებისა და პროფესიონალებისთვის განეხილათ მოსამართლეების, ადვოკატებისა და მედიატორების პროფესიული ეთიკის სფეროში არსებული აქტუალური გამოწვევები.

სხვადასხვა წარმომავლობის გამორჩეული მომხსენებლები საინტერესო პრეზენტაციებით წარდნენ, მათ ნათელი მოჰფინეს მთელ რიგ აქტუალურ საკითხებს. კონფერენციის დროს განხილული საკითხები მოიცავდა მართლმსაჯულების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ეთიკურ შედეგებს, აქტივიზმის როლს სასამართლო ეთიკის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის გამოცდილების საფუძველზე, იურისტების პასუხისმგებლობას მედიაციის პროცესში და ვალდებულებს, რომლებიც დაკავშირებულია ფულის გათეთრების პრევენციასთან.

ექსპერტებმა ასევე განიხილეს მედიატორთა პროფესიული ეთიკის პრაქტიკული გამოწვევები, ეთიკური დილემები, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ითხოვს ინფორმაციას იურისტებისგან და გამოხატვის თავისუფლებისა და ადვოკატის დეონტოლოგიური ეთიკის შორის ხდება კვეთა.

კონფერენციას 64 მონაწილისგან შემდგარი მრავალფეროვანი აუდიტორია დაესწრო, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოხატეს კონფერენციის მიმართ, მათ შორის იყვნენ პროფესორები, სტუდენტები, იურისტები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.

ანა ლორიამ, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების თანათავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა კონფერენციის ძირითად მიზნებს და აღნიშნა, რომ „კონფერენციის მთავარი მიზანია გააძლიეროს საზოგადოებრივი ცნობიერება პროფესიული სტანდარტების შესახებ თბილისში და რეგიონებში, ამავდროულად წარმოადგენდეს საშუალებას რათა განვიხილოთ იურიდიული ეთიკის ირგვლივ არსებული გამოწვევები, გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ პროფესიულ კავშირებს მონაწილეებს შორის."

„ძლიერი იურიდიული ეთიკა აუცილებელია საქართველოში იურიდიული პროფესიის განვითარებისთვის და მხოლოდ ძლიერი ეთიკით იქნებიან დაცული როგორც სამართლის პროფესიონალები, ისე სამართლებრივი პროცესები ქართული საზოგადოების მიერ. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მოხარულია, რომ მხარს უჭერს იურიდიული ეთიკის განვითარებას საქართველოში ამ კონფერენციის მხარდაჭერით, იურისტების, ასევე იურიდიული სტუდენტებისთვის ტრენინგების განვითარებით და მრავალი სხვა აქტივობის საშუალებით." – განაცხადა ნილ ვაინსტაინმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ყოველწლიური კონფერენცია იურიდიული ეთიკის შესახებ წარმოადგენს ღირებული ფორუმს, რომელიც ემსახურება ცოდნის გაცვლას, კრიტიკულ ანალიზს და იურიდიული ეთიკის სტანდარტების პოპულარიზაციას. სამართლის სისტემის განვითარებასთან ერთად, მსგავსი შეკრებები ხელს უწყობენ სამართლის პროფესიონალების საჭირო ინსტრუმენტებით აღჭურვაში პროფესიული ეთიკის სფეროში სირთულეების ეფექტურად დაძლევის შესაძლებლობებისთვის.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები