Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
05 აპრ 2024

სამართლის სკოლის კლინიკები აღწერენ სასამართლო მეგობრის მოსაზრების დეტალებსა და მისი შემუშავების პროცესს

2024 წლის 22 მარტს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში (FreeUni) გამართულ ღონისძიებაზე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, სამართლის კლინიკის სტუდენტებმა წარადგინეს მათ მიერ მომზადებული ორი ე.წ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (ამიკუსი).

პრეზენტაციას თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი ბერაია უძღვებოდა, რომელაც ამიკუსში განხილული საქმეების დეტალებსა და სამართლებრივ ასპექტებზე ისაუბრა. მომზადების პროცესში უშუალოდ ჩართულმა სტუდენტებმა რუსუდან გოჩიტაშვილმა, ვიქტორ იაგუთიანმა, მარიამ ჯიქიძემ და ნინო შელიამ განმარტეს ამიკუსების შინაარსი და მათი შექმნის პროცესი აღწერეს.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით მოამზადეს შემდეგი ამიკუსის ბრიფი: ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური და თამარ ხაჟომია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეს (საქმე N3/14/1693). მოსარჩელეები, რომლებიც მოქმედი მოსამართლეები არიან, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც „ზოგადი სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს და შემოაქვს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და მოსამართლის სხვა სასამართლოში გადაყვანის ახალი საფუძვლები. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ეს ცვლილებები ზღუდავს მათ უფლებას, შეასრულონ თავიანთი სასამართლო მოვალეობები კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად და ლახავს მათ გამოხატვის თავისუფლებას.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკამ ასევე მოამზადა მეორე ამიკუსი, რომელიც ეხებოდა საქმეს ირაკლი ხვადაგიანი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელი ეხება არქივებიდან საჯარო ინფორმაციის წვდომის უფლებას, მათ შორის პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე დაფუძნებული შეზღუდვების კონსტიტუციურობას და ინფორმაციის მოპოვებისთვის დაკისრებულ მაღალ საფასურს. მოსარჩელე, საბჭოთა წარსულის მკვლევარი, ამტკიცებდა, რომ სადავო ნორმები ხელს უშლის მის პროფესიულ საქმიანობას.

პრეზენტაციას თერთმეტი სტუდენტი და აკადემიკოსი დაესწრო. მარიამ ჯიქიძემ, თავისუფალი უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელიც ამიკუსის შედგენაში მონაწილეობდა, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა: „ასეთ პროგრამაში მონაწილეობამ საშუალება მომცა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. მსგავსი პრაქტიკული პროექტები, მათ შორის ამიკუსის მომზადება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართლის სტუდენტებისთვის, რადგან ჩვენ ამ დროს ისეთი უნარები გვიყალიბდება, როგორიცაა სამართლებრივი კვლევა, წერა, ანალიზი და კრიტიკული აზროვნება.”

ვიქტორ იაგუტიანმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კიდევ ერთმა სტუდენტმა, რომელიც ამიკუსის მომზადებაში იღებდა მონაწილეობას, განაცხადა: „როგორც იურიდიული სკოლის სტუდენტისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ამიკუსზე მუშაობა, რომელიც მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებაზეა ფოკუსირებული, ბევრის მომცემი გამოცდილება იყო, რამაც გაარრმავა ჩემი ცოდნა სამართლებრივი პრინციპების შესახებ და დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების დაცვის კრიტიკული მნიშვნელობა დამანახა. მე მჯერა, რომ მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების საკითხი გადამწყვეტია, რადგან ეს ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას“.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები