Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
28 მაი 2024

სამართლის უზენაესობის პრაქტიკის ჯგუფის შეხვედრა სოციალურ მედიაში დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი გამოხატვის შესახებ

27 მაისს, გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკის ჯგუფმა შეხვედრა გამართა სოციალურ მედიაში დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი გამოხატვის თემაზე. ჯგუფის წევრებს, შესაძლებლობა ქონდათ მოესმინათ ნორთვესტერნის უნივერსიტეტის (ილინოისი, აშშ) პროფესორ, ჯეისონ დესანტოსთვის, რომელმა მიმოიხილა ამერიკის შეერთებულ შტატებში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა ცილისწამებასთან, შეურაცხყოფასთან და მის ონლაინ გავრცელებასთან დაკავშირებით.

პროფესორმა დესანტომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცული სიტყვის თავისუფლების ძირეული პრინციპები უკავშირდება „იდეათა ბაზრის“ ცნებას და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობის აღიარებას დემოკრატიული საზოგადოებისთვის.

მან აღნიშნა, რომ სასამართლო პრაქტიკა რომელიც ვითარდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, ჯერაც ძალაშია და გამოიყენება ისეთი საკითხების გადასაწყვეტად, როგორიცაა სოციალურ მედიაში ინფორმაციის გავრცელება. პროფესორმა დესანტომ ისაუბრა ინტერნეტის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და იმ შინაარსობრივ შეზღუდვებზე, რაც შეიძლება დაუწესდეს ინტერნეტ-პლატფორმებს, ასევე შეადარა ინტერნეტი ინფორმაციის გავრცელების უფრო ტრადიციულ მედიუმებს, როგორიცაა ბეჭდვითი პრესა, მაუწყებლობა და ტელეკომუნიკაციები.

კითხვა იმის შესახებ, „Facebook“ და „Twitter“ უნდა ჩაითვალოს თუ არა საჯარო ფორუმად (საჯარო სივრცედ) განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა პრაქტიკის ჯგუფის წევრებისთვის და გამოიწვია დისკუსია იმ სტანდარტებისა და წესების შესახებ, რომლებიც განსაზღვრავენ რა არის საჯარო სივრცე, და თუ შეიძლება საჯარო მოხელეების პირადი ანგარიშები  ჩაითვალოს ასეთად, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების უახლესი გადაწყვეტილების გათვალისწინებით საქმეში ლინდკე ფრიდის წინააღმდეგ (ნო. 22-66).

პრაქტიკის ჯგუფის წევრმა მოსამართლეებმა მიმოიხილეს ქართული სასამართლოების პრაქტიკა მსგავს საკითხებზე, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას ქართველ მოსამართლეებს უკვე უწევთ ახალ რეალობასთან გამკლავება, რაც უკავშირდება ტექნოლოგიურ პროგრესს და სოციალური მედიის გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე..

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები