Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 სექ - 01 ოქტ, 2024

სამართლის უზენაესობის რეგიონული ჰაბები, მწერალ დათო ტურაშვილთან და იურიდიულ ექსპერტებთან ერთად თავისუფლებისა და დემოკრატიის შესახებ საჯარო დისკუსიებს მასპინძლობენ

15, 17 სექტემბრს და 1 ოქტომბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ ბათუმში, ქუთაისსა და ახალციხეში საჯარო დისკუსიები გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მწერალმა დათო ტურაშვილმა და ადგილობრივმა იურისტ-ექსპერტებმა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა დარინე სალდაძემ და აჭარის თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელმა ასლან ჭანიძემ. დისკუსიას 181 მონაწილე დაესწრო, რომლებიც სხვადასხვა სფეროს და ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენდნენ. მათ განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა გამოხატვის - შეკრების თავისუფლება და როგორ შეუძლიათ ჩვეულებრივ მოქალაქეებს დემოკრატიის ხელშეწყობა.

დათო ტურაშვილმა, რომელიც სამი ათწლეულია რაც მწერალია- ბევრი წიგნი, რომანი, მოთხრობა და პიესა აქვს გამოქვეყნებული, საჯარო დისკუსიის დასაწყისში აღნიშნა: „არაფერი ათავისუფლებს ადამიანს, ისე როგორც წიგნი და ცოდნა.“ მწერალმა ისაუბრა ლიტერატურის გარდამქმნელ ძალაზე და თავისი პოპულარული რომანებიდან თემების გაცოცხლებით აუდიტორია ჩართო დისკუსიაში. ერთ-ერთი რომანი იყო „ფრენა საბჭოთა კავშირიდან“ (თავდაპირველად „ჯინსების თაობა“), რომელიც 1983 წელს, საბჭოთა საქართველოს დატოვების მიზნით თვითმფრინავის გატაცების მცდელობის რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. რომანი სცენაზე იქნა ადაპტირებული და ქართული თავისუფალი თეატრის აღიარებული პიესა გახდა. ტურაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო მხოლოდ დანაშაული, არამედ ეს იყო რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური აქტი, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა. აუდიტორიაში შეხედულებები გაიყო - ზოგი თვითმფრინავის გამტაცებელ ახალგაზრდებს ტერორისტებად მიიჩნევდა, ზოგი კი თავისუფლებისთვის ბრძოლას ამართლებდა.

ტურაშვილმა ასევე ისაუბრა რომანზე „თავისუფალი ადამიანი,“ რომელიც საქართველოს იურიდიული პროფესიის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან მომენტებს და პატივი მიაგო იმ მამაც ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სხვების დაცვას მიუძღვნეს, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. თავისი ნაწარმოებებით მან აუდიტორიას გააცნო ის პიროვნებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სამართლის და საზოგადოების განვითარებაში, ხაზი გაუსვა ქართველების შეუპოვრობას, მათ თავისუფლებისთვის მებრძოლ სულისკვეთებასა და სურვილს, რომ შექმნან მომავალი, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა მართონ საკუთარი ცხოვრება.

ახალციხეში შეხვედრა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის გიორგი ჩხეიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, მან დამსწრეებს წარუდგინა პროგრამის დეტალები და ღონისძიების მიზნები, რომლებიც  ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში პროგრამის ჰაბების საშუალებით ხორციელდება. მან ხაზი გაუსვა ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას - საჯარო დისკუსიების საშუალებით ძლიერდება მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების გაცნობიერება.

თავის გამოსვლაში ქალბატონმა სალდაძემ ადამიანის უფლებების ჭრილში ისაუბრა თავისუფალ სიტყვასა და გამოხატვაზე. მან დისკუსია განავრცო საზოგადოებაში ადამიანის უფლებების ჩარჩოზე და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე მსჯელობით. ბატონმა ჭანიძემ თავის კომენტარში განაცხადა, რომ თავისუფლება არის კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი და ქართული ისტორიის ძირითადი ნაწილი. ასლანმა ხაზი გაუსვა ინდივიდუალური და ეროვნული თავისუფლების ურთიერთქმედებას და აღნიშნა, რომ ერთის შეზღუდვით მეორეც ზიანდება. მან მოუწოდა ახალ თაობას, რომ არ მიიღონ თავისუფლება როგორც გარანტირებული მოცემულობა და დაიცვან ქართული სახელმწიფოებრიობის ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი.

აუდიტორია აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში და იმსჯელა დღევანდელ საქართველოში აქტუალურ საკითხებზე. ახალგაზრდა მონაწილეები განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ უფროსი თაობის შეხედულებებით საბჭოთა პერიოდზე, ერთ-ერთმა კი იკითხა: „როგორ შეიძლება იმ პერიოდის ნოსტალგია?“ ასევე დაისვა კითხვები პროტესტის მონაწილეების მიმართ ადმინისტრაციული სანქციების გამოყენებასთან და საჯარო პირების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, დემონსტრანტების კრიტიკისადმი თმენის  ვალდებულების საკითხებზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები