Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
05 ივნ 2023

სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერება მარნეულსა და ბოლნისში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს მარნეულსა და ბოლნისში სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდას და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებას.

2 ივნისს, ორგანიზაციებმა პრევენცია პროგრესისთვის (PFP) და სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრმა, პროგრამის მხარდაჭერით, ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინის საშუალებით გაძლიერდა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ათი სამოქალაქო აქტივისტის შესაძლებლობები, რაც მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში სასამართლო სისტემის შესახებ.

თავის გახსნით სიტყვაში, PFP-ის წარმომადგენელმა, ნატალია ცაგარელმა, ისაუბრა სასამართლოს ხელმისაწვდომობის საკითხის აქტუალობაზე და ხაზი გაუსვა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მართლმსაჯულებისა და მედია ექსპერტებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა (დირექტორი, საქართველოს სასამართლო გუშაგი), რაფიელ კაკაბაძემ (დირექტორი, დემოკრატიის მცველები), და გვანცა ქოქოშვილმა (სოციალური მედიის მენეჯერი, ევროკავშირი საქართველოში) აქტივისტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლო სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების, სასამართლოს ხელმისაწვდომობის კუთხით მოსახლეობის საჭიროებების, აქტივიზმის მნიშვნელობისა და მისი არაძალადობრივი ფორმების, სოციალური მედიის წარმატებით გამოყენებისა და ადვოკატირების მეთოდების შესახებ.

ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილე აქტივისტმა, აზიზ მუსაევმა აღნიშნა: “ ჩემთვის, როგორც სამართლის სტუდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტრენინგში მონაწილეობა, სადაც მივიღე ინფორმაცია სასამართლო პროცესის შესახებ. მაგალითად, დავინახე, რომ რაიონულ სასამართლოებში ბევრი დარღვევაა, რომელიც დასარეგულირებელია”.

ოსმან ბაირამოვმა, სამართლის სტუდენტმა და სამოქალაქო აქტივისტმა, განაცხადა, რომ ტრენინგი მას დაეხმარა გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერებაში, ასევე გაეცნო სასამართლო სისტემის მუშაობის სპეციფიკას: “დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტრენინგის ორგანიზატორებსა და ტრენერებს, ველოდები სამომავლოდ მსგავსი ხასიათის ტრენინგებს”

აქტივისტმა და სამართლის სკოლის სტუდენტმა, აისელ აივაზოვამ აღნიშნა, რომ ტრენინგი მას დაეხმარა სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარის გამომუშავებაში. მან, ასევე, ხაზი გაუსვა: “სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგით მიღებულ ცოდნას გავაზიარებ კოლეგებთან და აუცილებლად აქტიურად გამოვიყენებ პროექტებსა და პროფესიულ საქმიანობაში”.

ტრენინგის მონაწილე აქტივისტები შეირჩნენ ღია კონკურსის საშუალებით თხუთმეტი განმცხადებლიდან, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი მონაწილეობა მიიღონ სასამართლო სისტემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში. ისინი ჩაერთვებიან პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში, რომლებიც მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობასთან გაიმართება და  პროექტის გუნდთან ერთად მოქალაქეებს მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობის შესახებ, ასევე გააცნობენ ინფორმაციას, რომელიც მოქალაქეებს გაუადვილებს სასამართლოში მიმართვას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები