Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 მაი 2023

სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეებმა შეხვედრა გამართეს გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობისთვის

გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა დემოკრატიის, საზოგადოებრივი პროგრესის და ინდივიდის თვით-რეალიზაციისთვის. 2023 წლის 20 მაისს, გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკის ჯგუფის წევრებმა, მათ შორის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეებმა იმსჯელეს გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

შეხვედრის დროს  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა,  ხაზი გაუსვა  მოსამართლეების სამართლიანობის  და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას.

„საზოგადოებაში მოსამართლეები არიან მართლმსაჯულების სისტემის სახე - ადამიანს მოსამართლესთან ურთიერთობის როგორი გამოცდილება ექნება და რას ეტყვის ამის შესახებ თავის ოჯახსა და მეგობრებს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობისთვის. თქვენ, მოსამართლეები გადამწყვეტ როლს ასრულებთ ქართული საზოგადოების მშენებლობაში. თქვენ, მოსამართლეები მრავალნაირად განსაზღვრავთ საქართველოს მომავალს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა მოსამართლეებს რეფორმის თითოეული ტალღის ეტაპზე, რათა მართლმსაჯულების სისტემა გამხდარიყო უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია“ - განაცხადა ელჩმა, კელი დეგნანმა შეხვედრის მონაწილე მოსამართლეებთან.

შეხვედრას 20 მოსამართლე ესწრებოდა და მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს თამარ ლაკერბაიასგან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისგან და შოთა გეწაძისგან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისგან. მოსამართლეებმა კოლეგებს გაუზიარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტისას მიღებული გამოცდილება. აღნიშნული ვიზიტი ძირითადად გამოხატვის თავისუფლების თემას ეხებოდა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

შეხვედრის დრო მსჯელობა  სხვადასხვა საკითხს შეეხო, მათ შორის იმასაც თუ რამდენად შეუძლიათ მოსამართლეებს  კანონის შესახებ საგანმანათლებლო ხასიათის დისკუსიაში ჩართვა ან კანონპროექტებზე საკუთარი მოსაზრების გახმოვანება. ასევე განიხილეს მოსამართლეების მიერ  სოციალური მედიის, როგორც სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ ღია განხილვების ალტერნატიული პლატფორმის გამოყენება, საქართველოში მისი პოპულარობის გათვალისწინებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაზეც გამომსვლელებმა ისაუბრეს ეხებოდა გამოხატვის თავისუფლებასა და საზოგადოებაში მოსამართლეების სასიცოცხლო როლს შორის ბალანსს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო ბაქაქურმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთი მესხიშვილმა  ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება მოსამართლემ იგრძნოს თავისი აზრის საჯაროდ გამოხატვის მორალური ვალდებულება და როდის უნდა მოახდინოს რეაგირება სასამართლოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

უფრო ფართო სურათის წარმოსაჩენად, პროფესორმა ჯეისონ ს. დესანტომ, ნორთვესტერნის უნივერსიტეტის მოწინავე ლექტორმა და გამოხატვის თავისუფლების ექსპერტმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეულმა მოსამართლე რობერტ ფ. კაროლანმა  წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები და და ამერიკული მიდგომა განსახილველ საკითხებზე.

განხილვას მოდერირებას უწევდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის კოლეგიის მოსამართლე, თამარ ხაჟომია. დისკუსია პროდუქტიული იყო და მონაწილეებმა ერთმანეთთან გაცვალეს იდეები.

მონაწილეები შეთანხმდნენ გამოხატვის თავისუფლებასა და სამოსამართლო მოვალეობების შესრულებას შორის დელიკატური ბალანსის მიღწევის საჭიროებაზე, როგორც სასამართლოს, ისე ინდივიდუალური მოსამართლეების დონეზე. ეს ბალანსი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების მიმართ რწმენის შესაქმნელად. როგორც მოსამართლე კაროლანმა აღნიშნა, „თუ სასამართლოების მიმართ არ არსებობს ნდობა, სასამართლოებს არ აქვთ ძალა და თუ სასამართლოებს არ აქვთ ძალა, დემოკრატია კვდება“.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს  დაცული და კეთილდღეობაზე დაფუძნებული ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ სწრაფვაში. დამოუკიდებელი სასამართლო კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ნების რეალიზებისთვის. გაცვლითი პროგრამების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და გამოცდილების გაზიარების სხვა შესაძლებლობების გზით, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა განაგრძობს ქართველი მოსამართლეებისა და სასამართლოების მხარდაჭერას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები