2024 წლის 16-დან 24 ნოემბრის პერიოდში, ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივამ (ABA ROLI), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, ვაშინგტონში ქართული სამოქალაქო საზოგადოების ცხრა ორგანიზაცისთვის სასწავლო ტური გამართა. პროგრამა მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას ფუნდამენტური უფლებების შესახებ, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას სასამართლო მონიტორინის საკითხებში და თანამშრომლობის ხელშეწყობას აშამერიკულ ორგანიზაციებთან.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, უფლებები საქართველოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები. აღნიშნული ორგანიზაციები ასევე, წარმოადგენენ კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებითვის მმართველ კომიტეტს. კოალიცია, 2011 წელს შეიქმნა საქართველოში სასამართლო რეფორმების ადვოკატირებისთვის. კოალიცია მუშაობს კვლევებზე, ამუშავებს რეკომენდაციებს და აწყობს საჯარო დისკუსიებს მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ სასამართლოს დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლის და ღია მმართველობის საკითხებზე. შეხვედრები გაიმართა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: ამერიკის იურისტთა ასოციაცია, Freedom House, the Reporters Committee for Freedom of the Press, Citizens for Responsibility and Ethics in Washington, Amnesty International, Open Government Partnership, საერთაშიორისო გამჭვირვალობა, the Southern Poverty Law Center, the International Center for Not-for-Profit Law (ICNL), the American Governance Institute, Public Citizen, Fix the Court, ალიანსი სამართლიანობისთვის, და ამერიკელები კეთილდღეობისთვის.
დისკუსიები შეეხო სასამართლოს ფორმირების გლობალურ ტენდენციებს, პრესის თავისუფლებასთან, უფლებადამცველთა დაცვასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მათ წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრებზე განიხილეს ისეთი კანონების მიღების ტრენდები, რომლებიც გავლენას ახდენენ დემოკრატიაზე. ასევე, ისაუბრეს ადვოკატირების გზით სასამართლოს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების განმტკიცების სტრატეგიებზე.
ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ კოლუმბიის ოლქის სასამართლოების განათლებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებს. სასამართლოს წარმომადგენლებმა დამსწრეებს გაუზიარეს ინფორმაცია მათი მუშაობის შესახებ, კერძოდ სასამართლოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
სასწავლო ვიზიტი ასევე მოიცავდა ტურებს შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოსა და კონგრესის ბიბლიოთეკის შენობაში.
სასწავლო ტურის საშუალებით ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია იმ პრაქტიკული ინსტრუმენტების და ადვოკატირების სტრატეგიების შესახებ, რომელიც მათ დაეხმარება სასამართლოს გამჭვირვალობის გაძლიერების, ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობისა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სისტემურ გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაოდ.