Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 აპრ 2024

სამუშაო შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლო მედიაციის ახლადგახსნილ ცენტრებში არსებული გამოწვევებისა და პრაქტიკის შესახებ

2024 წლის 20 აპრილს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ კაჭრეთში შეხვედრა გამართა, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლო მედიაციის ახლადგახსნილი ცენტრების ათი წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეები მცხეთის, ახალციხის, თელავის, გურჯაანის, ბოლნისის, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოების, ასევე დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაგისტრატი სასამართლოების მენეჯერები და სასამართლო აპარატის თანამშრომლები იყვნენ.

შეხვედრის მიზანს სამედიაციო საქმეთა გადაცემა/რეფერირების დროს არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების ანალიზი, აგრეთვე სამედიაციო საქმეთა სტატისტიკური მონაცემების დამუშავების წესისა და სტანდარტის შემოღება წარმოადგენდა. განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა მედიაციის პროცესში ადვოკატების როლი იყო.

ეკა ხატიაშვილმა, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაგისტრატი სასამართლოების მენეჯერმა მაგალითები მოიყვანა იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ შეუძლია ადვოკატის ქმედებებს მედიაციის პროცესის შეფერხება, რითაც ხაზი გაუსვა მედიაციის შესახებ ადვოკატთა ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია მედიაციის საქმეების სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისთვის სტანდარტიზებული დოკუმენტაციის შემუშავება მოხდეს. ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია დაიგეგმოს შეხვედრა, სადაც სასამართლოს წარმომადგენლები გამოთქვამენ მოსაზრებებს აღნიშნული დოკუმენტების შესახებ. პროცესში ჩართული იქნება ექსპერტიც, რომელიც დოკუმენტაციის სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს. შედეგად მიღებული სტანდარტული დოკუმენტაცია ყველა სასამართლო ცენტრს გაეგზავნება და ისინი იკისრებენ ვალდებულებას, რომ ამ დოკუმენტებს მათ რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორებს გაუზიარებენ.  გარდა ამისა, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სასამართლო მედიაციის ცენტრებში კადრების დეფიციტს, რაც გავლენას ახდენს მიმდინარე პრაქტიკაზე.

შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში ჩატარდა, ყველა სასამართლო ცენტრის წარმომადგენელმა სამომავლო ერთიანი თანამრომლობის მზაობა გამოთქვა, რაც მიზნად ისახავს სტატისტიკური მონაცემების დამუშავების ერთიანი მოდელის შემუშავებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება დადგენილ სტანდარტებთან.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები