Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
29 აპრ 2023

სემინარი მოსამართლეებისა და აკადემიკოსებისთვის საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა რეგულარულად უწევს ტექნიკურ დახმარებას ცალკეულ სასამართლოებსა და მოსამართლეებს, სასამართლოს ადმინისტრირების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად და სასამართლოს მომხმარებლებთან და ადგილობრივ საზოგადოებასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

2023 წლის 29 აპრილს, ცხრა მოსამართლემ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან, თბილისის საქალაქო სასამართლოდან და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოდან, ასევე ხუთმა აკადემიკოსმა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების (PCJ) სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ. ღონისძიების ხელშესაწყობად, პროგრამაში ჩართული იყო სამი საერთაშორისო ექსპერტი ნიუ-იორკში მართლმსაჯულების ინოვაციების ცენტრიდან (CJI): დანიელ პუ-მარკი, სასამართლოს განათლებისა და ლიდერობის მიმართულების დირექტორი, მონიკა კრისტოფერსონი, ეროვნული ტექნიკური დახმარების გუნდის, სასამართლოს თერაპიული პროგრამების დირექტორი და სრუთი ნარაჰარისეტი, უფროსი მკვლევარი. CJI არის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე წარმატებული საზოგადოებრივი მართლმსაჯულებაზე მომუშავე ორგანიზაცია შეერთებულ შტატებში. CJI მუშაობდა მართლმსაჯულების სისტემებთან და საზოგადოებებთან, აშშ-ში და საერთაშორისო მასშტაბით, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად და ინდივიდუალური საზოგადოების განვითარების ხელშესაწყობად.

სემინარის მსვლელობისას CJI-ის ექსპერტებთან ერთად ჩართული იყო მინესოტას უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ენ მაკქიგი. მოსამართლე მაკქიგი მინესოტას უზენაეს სასამართლოში 2016 წელს დაინიშნა. მანამდე იგი იყო მოსამართლე სხვადასხვა რაიონულ სასამართლოში და ცნობილი იყო ბავშვთა უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილით. როგორც იურისტი და მოსამართლე, მაკქიგი იყო ეროვნული ლიდერი ბავშვთა კეთილდღეობის პროტოკოლებისა და ბავშვთა დაცვის პროგრამების შემუშავებაში. იგი ასევე აქტიურად მუშაობდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა PCJ, ბავშვის მეურვეობა, ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა და მართლმსაჯულების თანაბარი ხელმისაწვდომობა. ის ასევე არის მიშელ ჰამლინის სამართლის სკოლის დამხმარე პროფესორი.

სემინარის მეორე ნაწილი დაეთმო „ბავშვთა საუკეთესო ინტერესის“ სტანდარტს საოჯახო სამართალში და არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ სხვა საქმეებში. მოსამართლე მაკქიგის მოხსენებამ აშშ-ში „საუკეთესო ინტერესების“ განსაზღვრის შესახებ მონაწილეთა შორის მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია. მონაწილეებმა დასვეს მრავალი შეკითხვა ოჯახის ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, ემოციურ კავშირებზე ბავშვსა და ნათესავებს/მზრუნველებს შორის, ფაქტორებზე, რომლებიც სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად, მშობლების ბავშვზე ზრუნვის შესაძლებლობაზე, მშობლისა და ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის საჭიროებებზე, აგრეთვე ოჯახში ძალადობის არსებობასთან დაკავშირებული საკითხებზე.

სემინარმა შექმნა საზოგადოებაზე ორიენტირებული პრაქტიკის რეგულარულად დანერგვის გზების განსახილველად გამოცდილების გაზიარების ეფექტური პლატფორმა საქართველოში მოსამართლეებისა და აკადემიკოსებისთვის. მონაწილეებმა სემინარი შეაფასეს, როგორც ძალიან ინფორმაციული და სასარგებლო ყოველდღიური საქმიანობისთვის და გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა მსგავს აქტივობებში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები