Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 ივნ 2023

საკონსტიტუციო სასაამრთლოს პრაქტიკისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად სამუშაო შეხვედრა გაიმართა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. შეხვედრამ სასამართლოს მოსამართლეებსა და აპარატის თანამშრომლებს საშუალება მისცა განეხილათ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა  საქმეთა განხილვის განრიგის შედგენა და სხვა პრაქტიკული გამოწვევები.

„ბრეინშტორმინგის“ სესიები ისე წარიმართა, რომ მოძებნილიყო გადაწყვეტები მეტი ეფექტიანობის მისაღწევად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტის რადოსლავ პროჩაჟკას 2022 წლის რეკომენდაციები

განხილვა შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული პრაქტიკის გადასინჯვა, ძალადაკარგული ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები, სამართალწარმოების ეფექტიანობის ხელშემშლელ ფაქტორებზე რეაგირება და პრაქტიკული გადაწყვეტების მოძებნა.

სამუშაო შეხვედრამ ასევე ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობას და იმ მიდგომებს, რისი გამოყენებაც სასამართლოს შეუძლია გარე დამკვირვებლებისთვის ლაკონურად და ცხადად ინფორმაციის მისაწოდებლად.

საკონსტიტუციო სასამართლოს რვა მოსამართლე, მათ შორის თავმჯდომარე მერაბ ტურავა მონაწილეობდა სამუშაო შეხვედრაში მოსამართლეთა თანაშემწეებთან, სამართლებრივი დეპარტამენტის გუნდთან და საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად.

სამუშაო შეხვედრა წარმოადგენდა პლატფორმას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, მთავარ მოქმედ პირებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემაში სხვადასხვა პრაქტიკის გასაუმჯობესებლად საფუძვლის მომზადებისთვის.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები