Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
17 - 19 დეკ, 2022

სამუშაო შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების წარდგინებათა განხილვის პრაქტიკის თაობაზე

17-18 დეკემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ბორჯომში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, იურისტები და საერთო სასამართლოების მოსამართლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების წარდგინებათა განხილვის არსებული პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის გაეზიარებინათ თავიანთი ცოდნა და ექსპერტიზა. 

დისკუსიები გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხის გარშემო, მათ შორის: (1) როგორია საერთო სასამართლოების მოსამართლეების სპეციფიური როლი საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში; (2) როგორ უნდა განაწილდეს უფლებამოსილება საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლეებს შორის, როდესაც საკითხი ეხება კონსტიტუციის განმარტებას, მათ შორის, როდის უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლოების მოსამართლემ კონსტიტუციის ნორმა პირდაპირ, ან განმარტოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად და როდის უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით; (3) საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვა არის მოსამართლის უფლებამოსილება თუ ვალდებულება, როდესაც კანონის ნორმას აქვს კონსტიტუციასთან შესაბამისობის აშკარა პრობლემა; და (4) შეუძლია თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს განმცხადებელს მოსთხოვოს საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციის ამოწურვა, ვიდრე ნორმის კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება გასაჩივრებული.

შეხვედრის მონაწილეებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, თეიმურაზ ტუღუშმა სპეციალური სესიის ფარგლებში პრაქტიკული რჩევებიც გაუზიარა, თუ როდის და როგორ უნდა მიმართოს მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი წარდგინებით.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები